in

როგორ იშოვა ამერიკული პიცერიის მფლობელმა ფული საკუთარი პიცის ყიდვით?

აშშ-ში, პიცერია AJ’s NY Pizzeria-ს რესტორნის მფლობელმა ადამ პეიტონმა, მოულოდნელად, უკმაყოფილო მომხმარებლებისგან უარყოფითი შეფასება მიიღო. ისინი მიტანის სერვისზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას, მაშინ, როცა რესტორანი მიტანას საერთოდ არ სთავაზობდა. პიცერიის მფლობელი მალევე მიხვდა, რომ მიტანის სერვისი მისთვის გაუგებარი გზით, მოხვდა კომპანიის Google Listing-ში. როგორც აღმოჩნდა, მიტანის ფუნქცია საკურიერო კომპანია Doordash-მა დაამატა, რომელიც რესტორნებისთვის მომხმარებლების დაფრთხობით ცდილობდა ახალი მომხმარებლების მიზიდვას.

ლისთინგიდან მიტანის ფუნქციის წაშლა რესტორატორმა ვერ შეძლო, თუმცა შენიშნა, რომ პიცას, რომელსაც რესტორანი $24-ად ყიდდა, Doordash-მა ფასი შეცდომით $16 მიუთითა. ეს კი ნიშნავდა, რომ თუკი ვინმე Doordash-ზე პიცას $16-ად შეუკვეთავდა, Doordash იძულებული გახდებოდა რესტორნისთვის $24 გადაეხადა. სწორედ ეს დეტალი გამოიყენა რესტორნების მფლობელმა სიტუაციის შემოსაბრუნებლად, სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვის ნაცვლად. პიცერიის მეპატრონე მიხვდა, რომ თუკი Doordash-ის საშუალებით გამოიძახებდა საკუთარ პიცას, თითო პიცაზე $8 დოლარის მოგებას ნახავდა. ეს რაღაცით უოლ-სტრიტის ტრეიდინგს ჰგავდა – თან სახალისო იყო, თან რისკიანი და ცოტაც – შურისმაძიებლური. თავდაპირველად, მან ამ გზით 10 პიცა შეუკვეთა და მეთოდმა გაამართლა. მომდევნო ეტაპზე, მეპატრონემ $75 დოლარის ღირებულების პიცის ცომი შეუკვეთა. შემდგომი კვირების განმავლობაში, რესტორანმა რამდენიმე ასეთი “გარიგება” განახორციელა. საინტერესოა, რომ Doordash-მა ამ უჩვეულო ვაჭრობის გარშემო ვერაფერი შენიშნა.

სოციალური დისტანცია ბრუკლინის დომინო პარკში

ილუზია VS ობიექტური რეალობის აღქმა, როგორც გადარჩენის ბაზისური პირობა – ვიდეობლოგების სერია