უძრავი ქონების გაყიდვების ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანია ProfitKey Properties-მა და NB TOWER-მა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმადაც ისინი ინვესტორებსა და უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს ერთმანეთთან გადაამისამართებენ. აღსანიშნავია, რომ PKP ორიენტირებულია აჭარის რეგიონზე, NB TOWER კი თბილისსა და სხვა რეგიონებზე. მათი ურთიერთთანამშრომლობის მიზანი სწორედ რეგიონული ექსპერტიზის გაზიარება და მომხმარებლებისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე სანდო და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა.
ქართული ბაზრისთვის ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ PKP-ს გენერალურ დირექტორ ნატა სამნიძესა და NB TOWER-ის გენერალურ დირექტორ ნონა ბახტაძეს ვესაუბრეთ.

რა გახდა PKP-სა და NB TOWER-ს შორის მემორანდუმის გაფორმების მთავარი მოტივაცია და მიზანი?
ნატა სამნიძე: PKP სპეციალიზდება აჭარის რეგიონში, ხოლო NB TOWER უკვე წლებია, წარმატებით ოპერირებს თბილისსა და სხვა რეგიონებში. ამასთან, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პროფესიონალურ გაყიდვების კომპანიას. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ზუსტი, გამჭვირვალე და სრულფასოვანი ინფორმაცია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. სწორედ ამიტომ, NB TOWER-სთან პარტნიორობა სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია – ამ გზით, ჩვენ ვქმნით ერთიან ქსელს, რომელიც დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და საერთო ღირებულებებზე. ეს კი საბოლოოდ უზრუნველყოფს მაღალი დონის გამოცდილებას ქვეყნის მასშტაბით.
ნონა ბახტაძე: ჩვენთვის PKP-სთან პარტნიორობა სტრატეგიული ნაბიჯია. კომპანია გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, სანდოობით, ბაზრის ცოდნით, გამოცდილებითა და თანამედროვე ხედვით. PKP-სთან დადებული შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩვენი სერვისების დივერსიფიკაციასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დაგვეხმარება საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის გაფართოებაში, ოპერაციული მასშტაბის გაზრდასა და ბაზარზე ჩვენი პოზიციის გაძლიერებაში.
მაინც რას ნიშნავს დაინტერესებული პირების გაცვლის მოდელი? როგორ იმუშავებს ის პრაქტიკაში და რამდენად შეუწყობს ეს ხელს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას?
ნატა სამნიძე: ეს მოდელი დაფუძნებულია ურთიერთნდობასა და პროფესიონალიზმზე. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თუ აჭარაში ქონების შეძენით დაინტერესებული ადამიანი მიმართავს NB TOWER-ს, ის გადმომისამართდება ჩვენს კომპანიასთან. ანალოგიურად, თუ PKP-ს მომართავს პოტენციური მყიდველი, რომელიც ეძებს უძრავ ქონებას თბილისში ან სხვა რეგიონში, მას NB TOWER-ის გუნდი მოემსახურება. შედეგად, დაინტერესებული პირი იღებს ლოკალურად მორგებულ, ზუსტ და სრულ ინფორმაციას, რაც ამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას და ზრდის ნდობას.
რამდენად მოახდენს ეს თანამშრომლობა გავლენას ბათუმის და, ზოგადად, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?
ნატა სამნიძე: ეს თანამშრომლობა ერთ-ერთი გამორჩეული და პროგრესული ნაბიჯია ქვეყნის უძრავი ქონების სექტორში. ის აჩვენებს, რომ ქართულ ბაზარზე იწყება ახალი ეტაპი – კონკურენციის ნაცვლად ჩნდება სინერგია, ორი კომპანია ერთიანდება საერთო მიზნის გარშემო. PKP და NB TOWER ერთად ქმნიან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამოცდილებასა და რეგიონულ ექსპერტიზას. ეს კი უდავოდ დადებითად იმოქმედებს როგორც ბათუმის, ისე მთლიანად საქართველოს უძრავი ქონების განვითარებაზე.
ნონა ბახტაძე: დიახ, ეს თანამშრომლობა ნამდვილად დადებითად აისახება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კონკრეტულად კი, გაზრდის საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ხელს შეუწყობს ბაზრის გამჭვირვალობასა და დინამიკურ განვითარებას.
როგორი არის თქვენი მოლოდინები პარტნიორობის შედეგების შესახებ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში?
ნატა სამნიძე: მოკლევადიან პერიოდში ველით, რომ მომსახურების პროცესები გახდება უფრო ეფექტიანი, რადგან დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია იქნება მათზე სრულად მორგებული. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვფიქრობთ, ეს მოდელი მაგალითად იქცევა სხვა კომპანიებისთვისაც.

ნონა ბახტაძე: მოკლევადიან პერსპექტივაში ველით კლიენტთა ქსელის გაფართოებას და მომსახურების ხარისხის ზრდას. გრძელვადიანად კი – საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და სტაბილური ზრდის მიღწევას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე.
ეს თანამშრომლობა კონკურენტებს პარტნიორებად აქცევს – რამდენად არის ეს ნაბიჯი ახალი ტენდენციის დასაწყისი ქართული უძრავი ქონების ბაზარზე?
ნატა სამნიძე: დიახ, ეს ნამდვილად არის ახალი ტენდენციის და უძრავი ქონების გაყიდვების სრულიად ახალი ერის დასაწყისი საქართველოში. PKP და NB TOWER აჩვენებენ, რომ ბაზარი ვითარდება და მზად არის ინოვაციური მიდგომებისთვის. ეს არის ექსკლუზიური და ინოვაციური ფორმატი, რომელიც აქამდე ქართულ უძრავი ქონების სფეროში არ არსებობდა. კონკურენციის ნაცვლად, ორი ძლიერი გუნდი ერთიანდება საერთო მიზნის გარშემო, ბაზრის განვითარებისა და დაინტერესებული პირებისთვის საუკეთესო შესაძლებლობების შესაქმნელად.
ProfitKey Properties 14 წელია, მომსახურებას უწევს აჭარის რეგიონის უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესებულ დეველოპერებს, ინვესტორებსა და ინდივიდუალურ პირებს. მისი მომსახურებები მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის დეტალურ ანალიზს, ფინანსურ ანალიტიკას, საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებას, სტრატეგიების შემუშავებას, მოლაპარაკებების წარმოებასა და გარიგების პირობების ოპტიმიზაციას, სამართლებრივ მხარდაჭერას, მშენებლობის დაგეგმვისა და შესრულებისთვის საჭირო პროცედურების მართვას, სასურველი ობიექტების მოძიებას, ლოკაციის შეფასებას და მარკეტინგულ მომსახურებას. ამ დრომდე, PKP-ის გუნდმა 1000-ზე მეტი წარმატებული გარიგება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ მათი მომხმარებლების კმაყოფილების მაჩვენებელი 98%-ს აჭარბებს.
NB TOWER სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საქართველოს დედაქალაქსა და მის სხვადასხვა რეგიონში ოპერირებს. ის უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას, სთავაზობს მათზე მორგებულ გადახდის პირობებსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ NB TOWER თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანია Premium Group-თან.
PKP-სა და NB TOWER-ს რესურსებისა და გამოცდილების გაერთიანებით ახალი ეტაპი შემოაქვთ სექტორის განვითარებაში. ამ ტიპის თანამშრომლობა ქმნის ძლიერ პლატფორმას მაღალი სტანდარტის მომსახურებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებებისთვის. საბოლოოდ კი, პროფესიონალიზმზე, ნდობასა და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული ბაზარი ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორებსა და უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
[პარტნიორის კონტენტი]











