17
May
2013

სად შეიძლება გართობა და დასვენება? Place2B

17 May 2013

ყველაფერი ამ ანიმაციით დაიწყო, კომპანიის სახელიც საინტერესოდ ჟღერდა Place2b (ადგილი სადაც უნდა იყო)

 

Place2B პირველი ქართული აპლიკაციაა, სადაც თბილისში საინტერესო ადგილების, შეთავაზებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ნახვაა შესაძლებელი.

Place2B“ყველაფერი ძალიან მარტივად დაიწყო. ერთ-ერთი ბარში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი.  “ვიქენდი” ახლოვდებოდა და გვსურდა გაგვეგო სად შეიძლებოდა წასვლა.. თან მხოლოდ მობილურები გვქონდა. რამდენიმე ვებ გვერდზე შევედით, თუმცა, ძალიან გაგვირთულდა ტელეფონით ინფორმაცის მოძიება. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა აპლიკაცია, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ქალაქში არსებული სიახლეები, სად შეიძლება გაერთო, დაისვენო, რა მოინახულო და როგორ გაატარო თავისუფალი დრო. ამ ყველაფრის აწყობას დიდი დრო დასჭირდა. 2012 წლის აპრილში დავიწყეთ და წელს, პირველ მაისს “ჩავუშვით “ აპლიკაცია. ტექნიკური მხარე უკრაინელებს ეკუთვნით, ანუ ისინი არიან დეველოპერები, მეთოდოლოგია ქართველების გაკეთებულია. ბევრი ვიფიქრეთ სახელზეც, გვინდოდა მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო, როგორც ქართველების, ისე უცხოელებისთვის”,-ამბობს Place2B–ის დირექტორი ტარიელ ჩიჩუა.

place2bPlace2B -ის შემქმენელები თვლიან, რომ მსგავსი აპლიკაციებისა და ვებ გვერდების მთავარი პრობლემა მოძველებული ინფორმაციაა, ამიტომ აპლიკაციაში ახალი ამბისა თუ შეთავაზების ატვირთვა მენეჯერებს თავად შეუძლია. ისინი მართავენ სიახლეების განთავსებას, დამატებას და ა.შ. თუმცა, ყველანაირი სიახლე ფილტრს გადის. თავდაპირველად კომპანია რეგისტრირდება და ათავსებს სახუთარ შეთავაზებას. აპლიკაციაში ის მხოლოდ ტექსტისა და ფოტოების შემოწმების შემდეგ ჩნდება. ამით, როგორც თავად ამბობენ, უზრუნველყოფენ ხარისხს.

აპლიკაცია შექნილია მხოლოდ ისეთი სიახლებიის განსათავსებლად, სადაც თავისუფალი დროის გატარება, გართობა ან დასვენებაა შესაძლებელი. გათვლილია , ძირითადად, 16-დან 35 წლამდე მომხმარებლებისთვის, ვინც არის iPhone–ის მომხმარებელი და სოციალურად ყველაზე მეტად აქტიური . Place2B – ის პოპულარიზაციისთვის 2 კამპანიას აწარმოებენ- რეკლამა და პირდაპირი კომუნიკაცია მენეჯერებთან

“ უკვე შევხდით 65 კომპანიის თუ დაწესებულების მენეჯერს. ბევრი მათგანი დაინტერესდა ჩვენი აპლიკაციით. პირადად ვუხსნით დეტალებს. რეკლამა, ჯერ-ჯერობით, გადის კინოში. ეს არის სამი სხვადასხვა რგოლი, ცოტა ვირუსული ტიპის. ვეცადეთ არ ყოფილიყო ბანალური. თუმცა, ამ მიმართულებითაც ვაპირებთ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ. ”-ამბობს ტარიელ ჩიჩუა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შესაძლოა,Place2B უკრაინაშიც “ჩაეშვას”. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკება ქალაქ იალტაში მის ამოქმედებაზე მიდის. სამომავლოდ კი როგორც კომპანიაში ამბობენ აპლიკაცია Android-ის მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი და უფრო მეტი ქალაქი ჩაერთვება მასში.

მარკეტერი წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა მეწარმეებს, თქვენ კი გადმოწერეთ აპლიკაცია Appstore-იდან და შეაფასეთ ჩვენს კომენტარებში

განხილვა