in

მცენარეული სპრეის საფარს საკვების შესაფუთად გამოიყენებენ

რათგერსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა პლასტმასის ნარჩენებთან ბრძოლაში პოტენციურად უზარმაზარ გარღვევას მიაგნეს — მათ შეიმუშავეს მცენარეული საფარი, რომელიც საკვებზე შესხურების შემდეგ მის შეფუთვად იქცევა. ცხადია, იდეა ბიოდეგრადირებადი და არატოქსიკური მასალების არსებობის სურვილიდან მოდის. ახალი შეფუთვა კი არა მხოლოდ ამცირებს მავნე ნარჩენებს, არამედ საკვების უსაფრთხოებასაც აუმჯობესებს.

M2
M2

კვლევაში ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც მონაწილეობდნენ და სწორედ ერთობლივი მუშაობით შეიმუშავეს ახალი ტიპის შეფუთვის ტექნოლოგია, რომელშიც პოლისაქარიდს, ბიოპოლიმერზე დაფუძნებულ ბოჭკოებს იყენებს.

„Marvel-ის კომიქსების პერსონაჟის, Spider-Man-ის ქსელის მსგავსად, ბოჭკოვანი მასალა შეიძლება თმის საშრობის მსგავსი გამათბობელი მოწყობილობიდან გამოვიდეს და სხვადასხვა ფორმისა და ზომის პროდუქტი შეფუთოს“, — წერია პრესრელიზში. ხოლო მას შემდეგ, რაც ბოჭკოვანი სადარი თავის მოვალეობას შეასრულებს, წყალში სულ რაღაც სამ დღეში ჩაიშლება სრულად.

საგულისხმოა, რომ ახალი მასალა საკმაოდ ძლიერია, რათა საკვები დაზიანებისგან დაიცვას და თანაც, დამატებით ანტიმიკრობულ აგენტებს შეიცავს, რომლებიც მავნე მიკროორგანიზმების ზრდას უშლის ხელს. მაგალითად, ტესტირების მიხედვით, საფარი 50%-ით ახანგრძლივებს ავოკადოს შენახვის ვადას.

სამომავლოდ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბოჭკოვან საფარში ჭკვიან მასალებს დააპროგრამებენ, რათა მავნე ბაქტერიები მოკლას და საკვების მოწამვლის მინიმუმამდე შემცირებას შეუწყოს ხელი.

როგორც ფილიპ დემოკრიტუმ, ნანოტექნოლოგიისა და მასალების გაფართოებული კვლევის ცენტრის დირექტორმა, თქვა, იგი არა სრულად პლასტმასას, არამედ ნავთობზე დაფუძნებულს ეწინააღმდეგება. მათი მხოლოდ მცირე ნაწილის გადამუშავება შეიძლება, რაც გარემოს სულ უფრო მეტად აბინძურებს…

რა უნდა იცოდნენ ხელმძღვანელებმა კიბერუსაფრთხოების შესახებ და როგორ უზრუნველყონ ის?

UNIQLO იწყებს კამპანიას „მშვიდობა ყველასთვის“