in

ეს პროექტი მცენარეებს შეიარაღების საშუალებას აძლევს

ალბათ, არასდროს გიფიქრიათ, რა მოხდებოდა, თუ თქვენს მცენარეს რობოტულ მკლავს მიამაგრებდით და შემდეგ ხელში მაჩეტესაც დააჭერინებდით… თუმცა ამაზე რობოტების ხელოვანი დევიდ ბოუენი სერიოზულად დაფიქრდა და ინსტალაცია მცენარე მაჩეტეც კი შექმნა, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს. 

ამ შემთხვევაში მცენარე რობოტის ტვინია, იგი აკონტროლებს მაჩეტეს და განსაზღვრავს, როგორ იმოძრაოს მან სივრცეში. ვიდეოში ცოცხალ ფილოდენდრონს ხედავთ, რომელიც მკლავს ღია მიკროკონტროლერის საშუალებით მართავს და მას ელექტრული სიგნალებით უერთდება. 

მასზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ეს სიგნალები ინდუსტრიული რობოტის სახსრების მოძრაობაზე რეალურ დროში აისახება. ამგვარად, მაჩეტეს მოძრაობა მცენარეზეა დამოკიდებული, — განმარტავს ხელოვანი. 

ბუნებრივია, ჯერ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მცენარის მიერ ხმლის მოძრაობას რაიმე მნიშვნელობა აქვს… რეალურად კი, მეტად სავარაუდოა, რომ რობოტის მკლავის მართვისას მცენარის სიგნალები უფრო მეტად შემთხვევითი რიცხვების გენერატორის მსგავსად მოქმედებდეს.

დიახ, მცენარეების რობოტების მკლავით აღჭურვა ჯერ ძალიან ახალი და სახალისო იდეაა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა ზიანს აყენებს ბუნებას ადამიანი, მათ სამომავლოდ შეიარაღება ნამდვილად დასჭირდებათ…

აშშ-ში პირველ 3D პრინტერით შექმნილ სახლს განათავსებენ

რატომ იქცა ხილის ნარჩენები საბეჭდ მელნად? — Dole Sunshine Company-ს კამპანია