როგორ დავანახოთ მომხმარებელს პროდუქტი განსხვავებულად? ისე, რომ ისინი ცოცხალ არსებებად აღიქვან? მცენარეების მაღაზია Plant Shop-ის გვერდისთვის, ილუსტრატორმა დათო სიმონიამ შექმნა ნამუშევრები, რომლებიც ოთახის მცენარეებს პერსონაჟებად წარმოაჩენს და მათ ამბავს ამგვარად უამბობს. ილუსტრაციები მაღაზიის სოციალური მედიის კონტენტისთვის დამზადდა.
დათო სიმონია, ილუსტრატორი: “Plant Shop მცენარეების მაღაზიაა ფაბრიკაში. დამიკვეთეს კონტენტი სოციალური მედიისთვის. შევქმენით #plantspirit სერია, რომელიც გულისხმობდა კონკრეტული მცენარეების ხასიათების გაშლას და პერსონიფიკაციას. მცენარეებს განსხვავებული და საინტერესო ხასიათები აქვთ ხოლმე. ვეცადეთ, ეს განსხვავებულობა ამოგვეკრიბა და ხაზი გაგვესვა როგორც ვიზუალში, ისე ტექსტშიც. ტექსტებზე ნათია ზარნაძემ იმუშავა. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ეს სერია, რომელიც დამკვეთმა აქცია საფოსტო ბარათებად და მალე პრინტებადაც დაიბეჭდება. ამ პროექტზე მუშაობა იყო ულამაზესი და დაუვიწყარი თავგადასავალი. მოგვიწია ბევრი რამ გვესწავლა მცენარეებზე. პროექტის შექმნისთვის დაიხარჯა უამრავი ემოცია, დრო, მაგრამ მე და ნათიას გვამხნევებდა დამკვეთების და გვერდის მომხმარებლების რეაქციები.”
დამკვეთი – Plant Shop
ილუსტრაციები – David Simonia
ქოფირაითერი – Natia Zarnadze
ფოტო – Nick Paniashvili
ავტორი: თამარ მეფარიშვილი