სოციალურ ქსელებში პლანტას საახალწლო სერიალი გამოჩნდა, შეფ თინა ვაშაკიძის მონაწილეობით. სერიალი „ახალი წელი თინა ვაშაკიძესთან ერთად“ ექვსი საახალწლო და ერთი საშობაო ეპიზოდისგან შედგება.
თუ სადღესასწაულო ვახშმისთვის შთაგონებას ეძებთ, პლანტას სერიალი აუცილებლად უნდა ნახოთ. სერიალის თითოეულ ეპიზოდში შეფი სადღესასწაულო ვახშმისთვის ერთ საავტორო კერძს ამზადებს. პირველ ორ ეპიზოდში უკვე ვნახეთ თინა ვაშაკიძის ინტერპრეტაციით მომზადებული მარინადები და ფერმენტირებული აჯიკა, ასევე მადისაღმძვრელი ფერადი ტკბილი წიწაკის სალათა შეკმაზული ნადუღით.
სერიალის შექმნაზე LAAP Studio-მ და მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშავა:
ავთო გასვიანი – აღმასრულებელი პროდიუსერი
ქეთი ისაკაძე – პროდიუსერი
ელენე აფციაური – არტ დირექტორი
ანი დემეტრაშვილი – არტ დირექტორის ასისტენტი
ნინო მეგრელიძე – ფუდ სტილისტი
ნათია გოგლიძე – ფოტოგრაფი
ლადო მჭედლიშვილი – დამდგმელი ოპერატორი
ნიკა საჩალელი – კამერის ასისტენტი
თიკა ლორთქიფანიძე – ლოკაციის მენეჯერი
ნუნა დადუნაშვილი – სეტ დიზაინი
მარიამ დადუნაშვილი – მხატვრის ასისტენტი
ქეთი ნემანიშვილი – მხატვრის ასისტენტი
ავთო ვარაზი – მხატვრის ასისტენტი
ლაზარე ვარაზი – მხატვრის ასისტენტი
ნინო სოფრომაძე – მეიქაფი
ბესო გვენეტაძე – პოსტ პროდაქშენი
პლანტას საახალწლო სერიალში მომზადებული კერძების რეცეპტის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.
[R]