ხის გაზრდისთვის საჭირო საშუალო დრო დაახლოებით 15 წელია — აქ იგულისხმება ის პერიოდი, ვიდრე მზად იქნება მოსაჭრელად და სამშენებლო მასალად თუ სხვა პროდუქტად გარდასაქმნელად. თუმცა კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, ადამიანები ალტერნატიული მასალის გამოყენების გზებს ეძებენ. ახლა კი Plantd-ის თანადამფუძნებლის, ჯოშ დორფმანის, თქმით, ამისთვის ბალახი იდეალური ვარიანტია.
კომპანიის დაარსების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჯოშმა SpaceX-ის რაკეტებზე მუშაობისას დაადგინა, რომ მაღალ, მრავალწლიან ბალახს 30 ტონამდე ნახშირბადის შთანთქმა შეუძლია. თანაც, ის ხეებზე გაცილებით სწრაფად იზრდება — ბალახის მოკრეფა სეზონზე სამჯერაა შესაძლებელი, ნაცვლად 15-წლიანი ლოდინისა.
რაც შეეხება უშუალოდ მისი დამუშავების პროცესს, ბალახის მოკრეფის შემდეგ, მანქანაში ათავსებენ დასაფქვავად, რათა სპეციალური პანელები შექმნან. საბოლოოდ, ისინი კედლებზე, სახურავებზე, იატაკსა და შენობის სხვა ადგილებში გამოიყენება. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ხის საჭიროებას.
ქვემოთ მოცემულია ფოტო, როგორი იქნება მზა პროდუქტი.
აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიის გარემოსდაცვითი მისიის შემდეგ, ის ავითარებს სპეციალურ აღჭურვილობას, რომელიც შეამცირებს ხარჯებს და გამონაბოლქვს წარმოების პროცესში. გარდა ამისა, Plantd გეგმავს, გამოიყენოს ჯვარედინი ლამინირებული ხე, როგორც ფოლადისა და ბეტონის ალტერნატივა.