in

ბატონი მიწის თხილის აღდგომა Planters-ის რეკლამაში

ცოტა ხნის წინ, სუპერთასის კამპანიით, Planters-მა შეგვატყობინა, რომ ტრაგიკულად დაიღუპა მისი სიმბოლო, ბატონი მიწის თხილი (Mr. Peanut), გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც ბრენდს 104 წლის განმავლობაში წარადგენდა. სუპერთასზე მისი დაკრძალვის ცერემონია აჩვენეს 30-წამიანი ვიდეორგოლით. როგორც აღმოჩნდა, ბატონი მიწის თხილს Kool-Aid-ის მდუღარე ცრემლებმა მეორე სიცოცხლე აჩუქა. დიახ, სწორად გაგვიგეთ, Mr. Peanut აღდგა. თუმცა, ეს ხუმრობის მოყვარულ ინტერნეტ საზოგადოებას არ გამორჩენია და ბატონი მიწის თხილის ახალშობილი პერსონაჟი პატარა იოდას შეადარეს.

BOG

 

ესეც ვიდეო, თუ როგორ დაიღუპა ბ-ნი მიწის თხილი, კამპანიის დასაწყისში.

ვერტმფრენიდან გადაღებული კახეთი – დიტო თედიაშვილის ნამუშევრები

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა საქართველოში