in

მეცნიერბმა „პლასტმასის მჭამელ ჭიებს“ მიაკვლიეს

უკვე დიდი ხანია, პლასტიკური ნარჩენები ყველას გვაწუხებს და მეცნიერები შესაბამისი გადაწყვეტის პოვნაზე აქტიურად მუშაობენ. პლასტიკური ჩანთები, კონტეინერები, ჭურჭელი და პოლისტიროლი დამზადებულია პოლისტიროლისგან და ასევე, ჩვენი პლასტმასის ნარჩენების უმრავლესობას წარმოადგენს. ამ ტიპის ნარჩენების გადამუშავება საკმაოდ რთულია და ამიტომ, გადამამუშავებელი ქარხნების უმეტესობა ვერ იღებს მათზე პასუხისმგებლობას.

M2
M2

ახლა კი ქვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხოჭოს ლარვას პოლისტიროლის მონელება შეუძლია. Zophobas Morio ლარვების ნაწლავები ისეთ ბაქტერიულ ფერმენტებს შეიცავს, რომლებსაც პოლისტიროლის გადამუშავება შეუძლია. ფერმენტები პოლისტიროლს შლის, რაც, თავის მხრივ, ლარვებს საკვებ ნივთიერებებს ანიჭებს.

მათ სხეულში პლასტმასის დაშლის პროცესს „მეტაგენომიკა“ ეწოდება და ისე ისეთივე პრინციპით მუშაობს, როგორც ადამიანში ჩვეულებრივი საკვების დაშლის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის მჭამელი ჭიები აღმოჩენილია, მათი გადამუშავებისთვის გამოყენება წარმოუდგენლად ჟღერს… ამისათვის ძალიან დიდი რაოდენობის ჭიები იქნება საჭირო, პროცესი კი სხვა საშუალებებთან შედარებით გაცილებით ნელი და ხანგრძლივი იქნება.

Youtube არხები, რომლებიც თქვენს მარკეტინგულ ცოდნას აამაღლებს

McDonalds-ს ამჯერად მინიმალისტური მისია აქვს