in

რჩევები თუ როგორ შევამციროთ პლასტმასის მოხმარება

სულ ცოტათი მაინც რომ დავაკვირდეთ ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოს, დავინახავთ, რომ პლასტმასა ყველგან და ყველაფერშია. ერთი შეხედვით, თითქოს შეუძლებელია კიდეც, მისი გამოყენების გარეშე ცხოვრება. იგი ერთგვარად გვიქმნის მარტივად ცხოვრების კომფორტს, თუმცა, რეალურად მას მხოლოდ საფრთხის შექმნა თუ შეუძლია ჩვენთვის.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ გზას, თუ როგორ შეამციროთ/აკრძალოთ პლასტმასას გამოყენება:

პლასტმასის ბოთლების შესაბამის პუნქტებში ჩაბარება

პლასტმასის ბოთლი არა მხოლოდ იმიტომაა სამყაროსთვის საზიანო, რომ მის გახრწნას ძალიან დიდი დრო სჭირდება დედამიწაზე, არამედ იმიტომაც, რომ მისი დამზადებისთვის საკმაოდ დიდი ენერგიაა საჭირო. თუ პლასტმასის ბოთლებს ხშირად მოიხმართ, ეცადეთ მათ ნაცვლად გამოიყენეთ ლითონის ან მინის ხელახლა გამოყენებადი ბოთლები. ეცადეთ გამოყენებული პლასტმასის მასალა შემდეგ აუცილებლად მოხვდეს შესაბამის გადამამუშავებელ პუნქტებში, რაც დაგეხმარებათ, რომ მასალები ხელახლა გამოიყენონ სწორი დანიშნულებით და არ მოხვდეს გარემოში.

მრავალჯერადად გამოყენებადი ჩანთები

ამგვარი ჩანთები ყველაზე კარგი გამოსავალია გაუხრწნადი პლასმასის ნარჩენების თავიდან ასარიდებლად. მსგავსი ჩანთები გვაძლევს საშუალებას, მაღაზიებში აღარ მოვითხოვოთ დამატებითი ცელოფნები პროდუქტების მოსათავსებლად. თანაც, ამავდროულად, ისინი საკმაოდ ტევადია..

ატარეთ საკუთარი კონტეინერები

კონტეინერების ტარება ერთ-ერთი კარგი ხერხია იმ ხერხთაგან, რომელიც ცელოფნებს აგარიდებთ. როგორც წესი, ყველაზე მეტ ამგვარ ცელოფანს საკვებს ვუთმობთ, რომლებიც, რეალურად, მრავალჯერადად გამოყენებად კონტეინერში ერთად შეიძლება, მოთავსდეს.

ნუ აჭმევთ ცხოველებს პლასტმასის ჯამებიდან

იცოდით, რომ მრავალი კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პლასტმასის ჭურჭლიდან ჭამა ცხოველებში (უმეტესწილად, კატებსა და ძაღლებში) შეიძლება გახდეს მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი? დიახ, ეს სიმართლეა და თუკი შინაური ცხოველი გყავთ, მათი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების შესანარჩუნებლად აუცილებელიც კია, შეამციროთ პლასტმასის მოხმარება.

ონლაინ შეძენის დროს მიუთითეთ, რომ არ გსურთ პლასტმასის შეფუთვა

შეიძლება, შეკვეთის მსგავსი ფორმა ვერსად მონახოთ გამოსაწერ საიტზე, თუმცა, თანდართული შეტყობინების სახით მისწეროთ კომპანიას/პირს, რომ არ გსურთ ამგვარი შეფუთვა და მადლობელი დარჩებით, თუ საერთოდ მის გარეშე გამოაგზავნის პროდუქტს. ამგვარად, თავიდან აირიდებთ პლასტმასას კიდევ ერთ ნარჩენს.

შეიძინეთ მრავალჯერადად მოხმარებადი საწრუპები

სამყაროში, სადაც მრავალჯერადად მოხმარებადი საწრუპები საკმაოდ ხელმისაწვდომია, უბრალოდ არ ღირს ყოველ ჯერზე ახალი საწრუპის გამოყენება. ამგვარი საწრუპი კი მრავალნაირია: ბამბუკის, ქაღალდის, სილიკონის..

შეეჯიბრეთ მეგობარს/ნაცნობს კონკრეტული დროის განმავლობაში პლასტმასის მოხმარების კუთხით

ხანდახან, იმისთვის, რომ რაღაც გავაკეთოთ, გვჭირდება წახალისება/მოტივაცია. გინდაც, დავარქვათ გამოწვევა.. უკვე დიდი ხანია, დამკვიდრებულია კონკრეტული წესები/ტრადიციები პლასტმასის გამოყენებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთ ტრადიციას წარმოადგენს კონკრეტული თვის განმავლობაში ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტების აკრძალვა. ხშირად, საამისოდ მეგობრები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხოლმე. ასე რომ, გამოიწვიეთ სხვაც და არგეთ ბუნებას..

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

სანდრო ლილუაშვილი – #პირველისამსახური

სახლი, სადაც ყველაფერი გიყვარს – „ზიონი ორანჟერეა” თბილისის ისტორიულ უბანში