როგორც ჩანს, 3D პრინტერის საშუალებით, სხვადასხვა ფიგურებისა და კანის გარდა, იარაღის “ჩამოსხმაცაა” შესაძლებელი. როგორც ამბობენ, ამ პისტოლეტს შეუძლია დაგაზღვიოთ სახლში შემთხვევითი გასროლისაგან, რასაც თითის ანაბეჭდის ჩამონტაჟებული ამომცნობი უზრუნველყოფს. შესაბამისად, იარაღის გამოყენება მხოლოდ მის რეგისტრირებულ მფლობელს შეუძლია. პისტოლეტს რამდენიმე მფლობელი შეიძლება ჰყავდეს, ჩაშენებული მექანიზმის საშუალებით, ის მარტივად არჩევს პატრონს. ჭკვიანი იარაღის კონცეფციაზე კაი კლოუფერმა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა. ამომცნობი სისტემა მუშაობს ბატარეაზე, რომლის გამძლეობაც 1 წელია.