ერთჯერადი მოხმარების პლასტმასამ, რომელიც ნაგავსაყრელებზე ხვდება, შესაძლოა, 450 წელი ოკეანის წყლებში იცუროს. დიახ, პლასტმასის შეფუთვებს საუკუნეები სჭირდება დასაშლელად. საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpece და სააგენტო Ogilvy ერთობლივი ძალებით, ახალი კამპანიით, ცდილობენ ყვეალას დაანახონ ის რეალური შედეგები, რაც არაბიოდეგრადირებადი მასალით წარმოებულმა პროდუქტმა კაცობრიობას მოუტანა და ახლაც მოაქვს.
Plastics. it’s Back! პლასტმასა. ის დაბრუნდა! – ასე ეწოდება კამპანიას. ის საზოგადოებას ათეულობით წლის წინანდელ პროდუქტებს ახსენებს, რომელიც ახლა, მხოლოდ ნაგვის სახით მოიპოვება და ძირითადად, პლაჟებს აბინძურებს. კამპანიის მიზანია მსოფლიომ იცოდეს, რომ პლასტმასის შეფუთვა არ ქრება – ოკეანეში გადაყრილი ნაგავი, ისევ ჩვენ გვიბრუნდება.
Greenpeace ნიდერლანდებმა და Ogilvy-მ ონლაინ სივრცეში განათავსეს გასული საუკუნის შეფუთვების კოლექცია Plastic is Back – Greenpeace Nederland. აქ თქვენ მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან დაბრუნებულებსაც შეხვდებით, თუმცა მხოლოდ ნაგვის სახით.
მაგალითად, ეს პროდუქტი 70-იან წლებში ფეხსაცმელებს აპრიალებდა, ახლა პლაჟებს აბინძურებს.












