7
Aug
2019

წყნარი ოკეანის სანაპიროებზე პლასტმასის მონსტრები გამოჩნდნენ

7 Aug 2019

მსოფლიოს სანაპირო ზოლები გადავსებულია ნარჩენებით, ოკეანეში კი პლასტმასას დიდი რაოდენობა დაცურავს და წყალქვეშა სამყაროს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეკოლოგიური დაბინძურებისგან გადარჩენის ერთ-ერთი ალტერნატივა, უკვე დაგროვილი პლასტმასას გადამუშავებაა. ამ საკითხზე ცნობადობის ამაღლების მიზნით, ფონდმა Surfrider, ბრიტანელ ფოტოგრაფ Rankin-თან ერთად, სოციალური მედიით, კამპანია წამოიწყო. პლასტმასის მონსტრების ფოტოები გაავრცელა. მონსტრები, რომელთა კონცეფციაზეც ჩარლი უოტკინსმა იმუშავა, წყნარი ოკეანის სანაპიროებზე შეგროვილი ნარჩენებისგან შექმნეს. მათ სოციალურ ქსელებსა და ოკეანის სანაპიროებზე შეხვდებით. კამპანიის მიზანია, საზოგადოების ყურადღება, ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობისაკენ მიაპყროს. მონსტრი კი განასახიერებს იმ კოშმარს, რაც კაცობრიობამ ჩვენივე ხელით შევქმენით. კამპანიის ფარგლებში, ფონდი და რანკინი დაუკავშირდა სტარტაპს Phil Ropy, რომელიც ციფრულ საქველმოქმედო ბარათებს აწარმოებს და საზოგადოებას ონლაინ მხარდაჭერის საშუალებას აძლევს.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

განხილვა