in ,

“პლასტმასას ბუნება” – Greenpeace Chile-ს კამპანია დაბინძურების წინააღმდეგ

ბუნების დიდი ნაწილი უკვე პლასტმასითაა დაფარული. დაბინძურება უკვე იმ მასშტაბებს აღწევს, რომ მთებზე თოვლის ნაცვლად პლასტმასის ნივთებს ვპოულობთ. უდაბნოებში ქვიშა დუინებს აღარ ქმნის და არც ოკეანის ტალღების ხმა ჟღერს სასიამოვნოდ. შეიძლება ცოტა გაზვიადებულად გეჩვენებოდეთ ეს ნარატივი, მაგრამ მსოფლიო მართლაც დიდი პრობლემის წინაშე დგას. სწორედ ამასთან დაკავშირებით, Cheil Central America დაეხმარა Greenpeace Chile-ს გამოეხატა აღნიშნული პრობლემა – თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს დაბინძურებამ ბუნებაზე.

ჩილე პლასტიკური ნარჩენების რაოდენობის კუთხით ლათინურ ამერიკაში #1 ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 990 000 ტონაზე მეტი პლასტმასა გროვდება ამ ქვეყანაში და მათგან მხოლოდ 8% გადამუშავდება. პრობლემის მასშტაბის ხაზგასასმელად სააგენტომ შექმნა პოსტერები, რომელზეც ჩილეს საკულტო ადგილებია ნაჩვენები და რომლებიც პლასტმასის გამოყენებითაა შექმნილი. აღნიშნულ კამპანიას კი “პლასტმასას ბუნება” ეწოდა.

DISNEY შიდა მარკეტინგულ სააგენტოს ქმნის, რომელსაც ჯეიანტა ჯენკინსი უხელმძღვანელებს

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გაიხსნა