in

გაიცანით ახალგაზრდა ქირურგი, რომელიც თოდუას კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს

დღესდღეობით, პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომლის პოპულარობა სულ უფრო იზრდება. ქირურგიის ამ მიმართულებას აქტიურად მიმართავენ საქართველოშიც, სადაც ადგილობრივი სტანდარტები საერთაშორისო დონეს არ ჩამოუვარდება. ცოტა ხნის წინ, პლასტიკური ქირურგიის განყოფილება გაიხსნა . თოდუას სამედიცინო ცენტრში. განყოფილებას ახალგაზრდა პლასტიკური ქირურგი, 30 წლის ნოდარ ბრუნჯაძე ჩაუდგა სათავეში, რომელიც თოდუას კლინიკის გუნდს, დაახლოებით, ერთი თვის წინ შეუერთდა.

BOG
BOG

თოდუას კლინიკა არის თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მქონე სამედიცინო ცენტრი, რომლის მთავარი ხელწერაა უახლესი ტექნოლოგიების და სამედიცინო შესაძლებლობების დანერგვა მედიცინაში. ეს კი, ნებისმიერი  ექიმისთვის ფართო სპექტრით მუშაობის შესაძლებლობებს იძლევა. ამას ემატება ძალიან კარგი და მაღალკვალიფიციური გუნდი, რაც მთლიანობაში შესანიშნავ პირობასა და გარემოს ქმნის სამედიცინო საქმიანობისთვის,” – გვიამბო ნოდარ ბრუნჯაძემ.

M: ნოდარ, ასეთი მნიშვნელოვანი მიმართულების მართვა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში აიღეთ საკუთარ თავზე. შეაფასეთ ის პასუხისმგებლობა, რაც ამ განყოფილების ხელმძღვანელობას ახლავს თავს.

ნამდვილად დიდი გამოწვევაა, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, განსაკუთრებით ჩემი ასაკის გათვალისწინებით. თუმცა უნივერსიტეტის დასრულებისა და აქტიურ მედიცინაში ჩართვის შემდეგ, მქონდა შესაძლებლობა და პატივი, რომ  მესწავლა იმ დიდი, პროფესიონალი ექიმებისგან, რომლებიც დღეს საქართველოში ქმნიან თანამედროვე მედიცინას. გამომდინარე აქედან, წლების მანძილზე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიღებული გამოცდილება საშუალებას მაძლევს სრულად მივიღო ის პასუხისმგებლობა, რასაც ეს გამოწვევა საჭიროებს.

M: როგორ აღმოჩნდით პლასტიკურ ქირურგიაში და რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია?

ბავშვობიდან მიყვარს ხატვა და ყოველთვის მიყვარდა სილამაზე. გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვფიქრობდი ისეთ საქმიანობაზე, რომელშიც ამ ყველაფერს გამოვიყენებდი. სამედიცინო მიმართულება ბავშვობიდან მაინტერესებდა და უკვე სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ჩემი ინტერესების გაანალიზების საფუძველზე, ავირჩიე სპეციალიზაცია, რომელიც ადამიანების გუნებაგანწყობილების, სილამაზის, ბედნიერებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებაზე ზრუნავს.

საბოლოო ჯამში, მივიღე გადაწყვეტილება სრულფასოვნად დავუფლებოდი პლასტიკურ ქირურგიას, რისთვისაც დამჭირდა მრავალეტაპიანი სწავლების გავლა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. რამდენიმე წლის წინ დავბრუნდი საქართველოში და დღეს, მაქვს შესაძლებლობა მოვახდინო ყოველივე ამის რეალიზება ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში.

ეს პროფესია ჩემთვის, პირველ რიგში არის ადამიანების თვითშეფასებისა და ბედნიერების აღქმის მაქსიმალური გაუმჯობესება. მოგეხსენებათ, ადამიანთა ნაწილს საკუთარი ვიზუალი არ აკმაყოფილებს. პლასტიკური ქირურგია კი იძლევა იმ ცვლილებების საშუალებას, რომელსაც მოაქვს ბედნიერება, იქნება ეს მხოლოდ ესთეტიკური ჩარევა თუ რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაცია.

M: მაინც, ვისთვისაა პლასტიკური ქირურგია?

პლასტიკური ქირურგია არის ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ახალგაზრდა ასაკში სხეულის ცვლილების გადაწყვეტილება, მეტწილად, მხოლოდ სურვილზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა, თუ ეს სურვილი რეალურია და შესრულებადი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საშუალო ასაკის შემდეგ, კანი სტრუქტურულად იცვლება, კარგავს ფორმას და ვლინდება ის ძირითადი პრობლემები, რისთვისაც რეალურად არსებობს პლასტიკური ქირურგია.

როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ოპერაციულ ჩარევებად ითვლება: ცხვირის პლასტიკა, ლიპოსაქცია და მკერდის კორექცია.

M: რა სერვისების მიღება შეუძლიათ პაციენტებს თოდუას კლინიკაში, პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით?

კლინიკისთვის ეს არის ახალი ფურცელი. ჩვენთან შეიძლება ნებისმიერი სირთულის პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. ძირითად არსენალს წარმოადგენს ცხვირის, ყურებისთვალების ქუთუთოების პლასტიკა, წარბების აწევა, მხრების პლასტიკა, მთელი სხეულის ლიპოქსაცია, მკერდის ოპერაციები, მუცლის წინა კედლის პლასტიკა, საჯდომის ფორმის კორექცია, ბარძაყების ლიფტინგი, წვივების ფორმირება… ასევე ტარდება ისეთი პროცედურები, როგორებიცა ნაწიბურის კორექცია, პრობლემური ფრჩხილის ქირურგიულ-ლაზერული მკურნალობა, ქსანტელაზმებისა და ნევუსების ამოკვეთა. ასევე, ჩვენთან ხელმისაწვდომია ბოტოქსისა და ფილერის ინექცია, რაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

M: პლასტიკური ქირურგიის განყოფილების აღჭურვილობაზე გვიამბეთ …

თოდუას კლინიკას ახასიათებს საკუთარი ხელწერაუახლესი ტექნოლოგიები, უახლესი აპარატურა და სამედიცინო ინვენტარი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აისახება  ექიმების მუშაობის ხარისხზე. პლასტიკური ქირურგიის განყოფილება აღჭურვილია უახლესი თაობის ლიპოსაქციისა და ცხიმის გადანერგვის აპარატებით, უახლესი ლაზერული აპარატებით, სამედიცინო ინვენტარითა და ინსტრუმენტებით. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა პაციენტს ჩავუტაროთ ოპერაციამდელი სრულყოფილი, მთელი სხეულის მოდელირება. ამ დროს, პაციენტთან ერთად ხდება ფორმის შერჩევა და საბოლოო გადაწყვეტილებზე შეჯერება.

M: თქვენი თვალსაზრისით, რამდენად კონკურენტუნარიანია თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგია საერთაშორისო ანალოგიურ სერვისებთან შედარებით?

ქართულ საზოგადოებას ნამდვილად აქვს იმის კომფორტი, რომ პლასტიკურ ქირურგიაში ხარისხიანი სერვისი მიიღოს. ადგილობრივ ბაზარზე  პლასტიკური ქირურგია საკმაოდ კარგადაა განვითარებული. რაც შეეხება ადგილობრივი და საერთაშორისო პლასტიკური ქირურგიის შედარებას, აქ არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა აბსოლუტურად რეალურია და ახლოსაა იმ თანამედროვე ორგანიზაციებთან, რომელი ბრენდების სახელებიც უკვე ვიცით.

თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგიის მიმართულების შესაძლებლობები და გუნდი სრულად აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც პაციენტის კმაყოფილებას განსაზღვრავს, ამდენად, ჩვენთვის ძალიან ნორმალურია, შევეჭიდოთ დიდ საქმეებს და მაქსიმალურად მივუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტების, პაციენტს შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური სერვისი და შევუქმნათ ყველანაირი კომფორტი, რომ მას არ დასჭირდეს საზღვარგარეთ წასვლა.

M: როგორც ხელმძღვანელი, როგორ ხედავთ ამ მიმართულების განვითარებას? 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. ასევე ძალიან დიდი მოტივაცია, რათა მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრირება ხარისხზე, შედეგებზე, შესრულებულ სამუშაოსა და პაციენტის ბედნიერებაზე.

 

[R]

„წადი და შენით ისეირნე!“ – როგორია გაბოროტებული ჰიუ ჯეკმანი დილას, ყავის დალევამდე

EPAG-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ორგანიზებით წალკაში პირველი საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა