in

PlasticFree — ახალი საინფორმაციო პლატფორმა პლასტმასას ალტერნატიულ მასალებზე

დიზაინერებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ პლატფორმა PlasticFree შეიქმნა, რომელიც შეფუთვაში გამოყენებული მასალების პლასტმასისგან თავისუფალი ალტერნატივების უზრუნველყოფას ემსახურება. ვებგვერდი გლობალურ ორგანიზაცია A Plastic Planet (APP)-ს ეკუთვნის — ასევე, მის შექმნაში მონაწილეობას იღებდა 40 დიზაინერი, მეცნიერები, ბიზნეს ლიდერები და მასალების ექსპერტები.

როგორც თავად განმარტავენ, PlasticFree მსურველებს პლასტმასას ალტერნატიული მასალების პოვნაში, მათ სწორად გამოყენებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ამასთან, ვებგვერდზე ამჟამად განთავსებულია 100-ზე მეტი კვლევა, რომლებიც პროექტებში მდგრადი მასალების გამოყენების სარგებელზეა ფოკუსირებული — აქ საუბარია ზღვის მცენარეებზე, ბამბუკზე, ალუმინზე და ა. შ.

გარდა ამისა, პლატფორმაზე გამოყოფილია სპეციალური დაფა, რომელიც მუდმივად განახლდება სხვადასხვა ბრენდისა და კრეატორის სიახლის შესაბამისად — მაგალითად, რა წარმატებული ნაბიჯი გადადგეს მდგრადი მასალების თავიანთ პროექტში გამოყენების კუთხით. უფრო მეტიც, PlasticFree-ის მეშვეობით, გუნდებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ.

მართალია, თავად შემქმნელების მოლოდინები დამაიმედებელია და, როგორც ამბობენ, მთელ მსოფლიოში 160 მილიონამდე დიზაინერს დაეხმარებიან ცნობიერების ამაღლებაში, მაგრამ ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა… გასარკვევია, რამდენად კარგად მოერგებიან ადამიანები ინფორმაციის ამ არქივის გამოყენებას და რეალურად იმოქმედებს თუ არა ის ჩვენს პლანეტაზე.

ბაკურიანში მეამა ქოლექთის ახალი ობიექტი გაიხსნა

მონაცემებზე დაფუძნებული კონტენტის შექმნა უკეთესი ისტორიების მოსაყოლად