შესაძლოა, ჩვენს ჭრილობებზე არსებული ბაქტერიები საშიში გახდეს, გამწვავდეს ინფექცია ან შენელდეს შეხორცების პროცესი… ხოლო ადამიანებისთვის, რომელთაც ქრონიკულ ჭრილობებთან გამკლავება უწევთ, მკურნალობა ნამდვილად რთული პროცესია, მათ ექიმთან მისვლა კვირაში რამდენიმეჯერ უწევთ, რადგან ამ პროცესს მინიმუმ 1 თვე სჭირდება. ეს კი ყველაზე მეტად დიაბეტის მქონე პაციენტებს აწუხებთ, რომლებთაც ხშირად აქვთ წყლულები თუ სხვა ქრონიკული ჭრილობები, მათ შორის ნაწოლებიც.
იმისათვის, რომ ეს პროცესი მეტად გამარტივდეს, სპეციალური პლასტიკური საფენი შეიქმნა. მისი დახმარებით, ჭრილობის შესახორცებლად ექიმთან მრავალჯერადი ვიზიტი და ხანგრძლივი მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ. მეტიც, გვეუბნებიან, რომ მას ისეთი ბაქტერიების დანახვაც შეუძლია, რომელიც ექიმისთვისაც კი რთულად შესამჩნევია.
ახალი პლასტიკური საფენი იმ ჭრილობებზე გამოდგება, რომლებიც კარგად არის გაწმენდილი და შეხორცებას საჭიროებს. როგორც ამბობენ, ეს რაღაც განგაშის მსგავსია, რომელიც გეტყვით, რა სჭირდება თქვენს ჭრილობას.
მეცნიერთა გუნდი კი ახლა იმედოვნებს, რომ ამ იდეას ადამიანებზე კლინიკურ კვლევებში დიდ კომპანიებთან თანამშრომლობით გამოცდიან. ასევე, ისინი დამატებით სენსორებზე მუშაობენ, რათა სულფიდები ან აზოტის შემცველი ამინები ამოიცნონ, მსგავსად კი ინფექციების კონკრეტული სახეობების დადგენასაც შეძლებენ.











