in

კომპაქტური პირადი დამცავი სივრცე ექიმებისთვის COVID-19-თან საბრძოლველად

სპეციალური დამცავი საშუალებების ნაკლებობისას (ნიღბები, ხალათები და ა.შ) მედპერსონალი ერთგვარი რისკის წინაშე დგება. სწორედ ამ ფაქტორის გამო და ზოგადად, კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლისთვის ცოტა ხნის წინ შეიქმნა სპეციალური კომპაქტური პერსონალური სივრცე, რომელთა მეშვეობითაც ექიმები პაციენტებს უსაფრთხოდ უმკურნალებენ. ამ პნევმატურ სივრცეს აქვს ჰაერის დადებითი წნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ჰაერის ცვლა მუდმივად ხდება. სივრცეს აქვს ორი ნაწილი – დაფარული ნაწილი, რომელშიც ექიმი სპეციალურად იმოსება და, ამავდროულად, აქ ის დეზინფექციას გადის, მეორე ნაწილიდან კი მას უკვე შეუძლია პაციენტთან კონტაქტი. კონტაქტისას ექიმს საფრთხე არ ემუქრება, რადგანაც აქ არსებული ჰაერი გარეთ გამოედინება და არ აძლევს გარეთ არსებულ ჰაერს მასში შესვლის საშუალებას. ჰაერი ვენტილატორის მეშვეობით იწმინდება, რომელიც სივრცის გარეთ არის დამონტაჟებული. ეს სივრცე შეიძლება ექიმმა თავის კაბინეტად ან უბრალოდ რელაქსაციის საშუალებად გამოიყენოს.

დროა გაციფრულდე – „ალდაგი“ კლიენტ კომპანიებს ონლაინ მაღაზიის შექმნაში უფასოდ დაეხმარება

10 000 ლარი STOPCOV ფონდში – საქველმოქმედო საჭადრაკო მარათონი გაგრძელდება