in

ახალი ტექნოლოგიის წყალობით პლასტმასას კომპოსტირება საკუთარ სახლში შეგიძლიათ

ნივთიერების გამოყენება ტანსაცმლის სახითაც შეიძლება

ამჟამად მსოფლიო პლასტიკური მასით არის დაბინძურებული, რაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება მკვლევართა მიერ შექმნილი თითქმის სრულად ბიოდეგრადირებადი პლასტმასა, რომლის დაშლისთვის საჭირო პირობების მიღწევაც ძალიან ადვილია. 

მეცნიერებმა პოლილაქტიდისგან (PLA) და პოლიკაპროლაქტონისგან (PCL) დამზადებულ პლასტმასაში სპეციალური პოლიმელური ფერმენტები შეიყვანეს, რომლებსაც მისი დაშლის და რძემჟავად გარდაქმნის უნარი აქვს. ამიტომაც, ასეთი პლასტმასა ჩვეულებრივზე ბევრად სწრაფად და ადვილად იშლება – კვლევის პროცესში მიღებული პროდუქტი სხვადასხვა პირობებში შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ მისი დაშლა თბილი წყლითაც კი შეიძლება.

როგორც ცნობილია, პლასტმასაში პოლიმერული ფერმენტების ჩანერგვამ, შესაძლოა, პოტენციურად მავნე მიკროპლასტმასა წარმოქმნას. “თუ აღმოჩნდება, რომ ეს პროცესი იმაზე მეტ პრობლემას წარმოქმნის, ვიდრე აგვარებს, რაღაცის შეცვლა გახდება საჭირო. თუმცა, ვფიქრობთ, სწორ გზაზე ვდგავართ და შეგვიძლია, არაბიოდეგრადირებადი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას პრობლემა გადავჭრათ”.

საგულისხმოა, რომ ტექნოლოგია ყველა ტიპის პლასტმასაზე არ გამოდგება, რადგან მათი მოლეკულური სტრუქტურები განსხვავდება. თუმცა, მკლევართა გუნდი აღნიშნავს, რომ ამ შეზღუდვის დაძლევაზეც ზრუნავენ. 

ამის პარალელურად, აღსანიშნავია, რომ ნივთიერების გამოყენება ტანსაცმლის სახითაც შეიძლება, რადგან იგი დაბალ ტემპერატურაზე და მცირე დროის მანძილზე სინესტის პირობებში არ იშლება. ასევე, მას არ აზიანებს ცივი წყლით გარეცხვა და ოფლი. 

CENN დედამიწის დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო კამპანიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდა

Tabito – პანდემიის დროს დაწყებული სტარტაპი, როგორც გამოსავალი და ახალი შესაძლებლობა გრაფიკულ დიზაინზე სამუშაოდ