in

ვიბარებთ, პლასტმასას ვიბარეებთ! – Leavingstone-ის კამპანია „ტენესთვის“

„ვიბარებ ჯართს! ჯართს ვიბარებ“ – სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის ქუჩებში ნაცნობი ფრაზა გაისმა. თუმცა, ამჯერად, ის ასე ჟღერდა: „ვიბარებთ, პლასტმასას ვიბარებთ!“ და ჯართის ნაცვლად, მოქალაქეებს პლასტმასას ჩაბარებას სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი, მოქალაქეებს ეკო-მეგობრულ USB დამტენს ჩუქნიდნენ. კამპანია სააგენტო „ლივინგსტონმა“ კომპანია „ტენესთან“ ერთად წამოიწყო და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ძიება ქუჩა-ქუჩა, მეგაფონის დახმარებით დაიწყო. პლასტმასის ჩაბარების მსურველი ბევრი აღმოჩნდა, ბევრმაც სამომავლოდ გამოთქვა ამის სურვილი. ჩვენი კი, გადავწყვიტეთ, კამპანიის დეტალებში ჩაგვეხედა და ამისათვის „ლივინგსტონელ“ ლაშა კოტორაშვილს მივმართეთ.

„ეს იდეა 4 წლის წინ გამიჩნდა და მას შემდეგ, არაერთ ბრენდთან ვცადე განხორციელება, თუმცა ვერცერთი ბრენდის გამოძახილს ვერ დაემთხვია. როდესაც „ტენეს“ შესახებ გავიგე, ყველაფერი მზად მქონდა – სცენარი, დეტალები, პოსტები, ქოფი და უბრალოდ, კომპანიას დავუკავშირდი და ერთად გადავწყვიტეთ გაკეთება“, – გვიყვება ლაშა კოტორაშვილი.

M: როგორ დააკავშირეთ კამპანია ჯართის შეგროვებასთან, რომელთან დაკავშირებული ფრაზა ალბათ ერთხელ მაინც გაუგიათ მოქალაქეებს? 

თავდაპირველი იდეა ბილეთების კომპანიას უკავშირდებოდა, რომელსაც უკვე გაყიდული ბილეთები უნდა დაებრუნებინა. იდეა დაიწუნეს, თუმცა, როგორც ჩანს, ის იდეალურ დროს ელოდა.

ჯართის ჩაბარების შესახებ ბევრს სმენია, თუმცა ამჯერად, პლასტმასას ჩაბარებით უნდა მიგვექცია ყურადღება. ვიცოდით, როგორ უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია ხალხისთვის, ველოდით მათ ჩართულობას. ტექსტი ისე დავალაგეთ, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, „ტენეს“ შესახებ სმენოდათ თუ არა. გვინდოდა, ეს ყველაფერი ვიდეორგოლში აგვესახა და ქალაქში მოძრაობისას, პლასტმასას ჩაბარების პროცესი აღვბეჭდეთ.

M: რა შეიქმნა კამპანიის ფარგლებში და როგორ განსაზღვრეთ საკომუნიკაციო არხები, აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის?

ვიდეორგოლის გარდა, ციფრული პოსტებიც გვაქვს გათვალისწინებული. ქალაქში გასვლა ეფექტური აღმოჩნდა – დიდი გამოხმაურება მოყვა, უამრავმა ადამიანმა გაგვაზიარა, ძალიან ბევრი კომპანია შეგვეხმიანა. ციფრული კომუნიკაციისთვის გამოვიყენეთ Facebook და Instagram, არხები, რომლებსაც „ტენე“ იყენებს.

M: როგორ შეაფასებთ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებას?

რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. საქართველოს ყველა კუთხიდან აკომენტარებენ. ერთმა მომხმარებელმა სვანეთიდანაც კი ჩამოიტანა შეგროვებული პლასტმასა. საზოგადოებისგან სურვილი და ინტერესი დიდია. გვთხოვენ, დავნიშნოთ დრო, როდესაც „ტენეს“ ჩამბარებელი მანქანა გამოჩნდება და მოქალაქეების მიერ შეგროვილ პლასტმასას ჩაიბარებს. არაა გამორიცხული, რომ ამან რეგულარული ხასიათი მიიღოს და ჯართის ჩამბარებელი მანქანასავით რეგულარულად იაროს „ტენეს“ პლასტმასას შემგროვებელმა.


 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

სივრცის დიზაინერი, სიმშვიდის კომპოზიტორი და სიმყუდროვის მოქანდაკე JWT Metro-ს ახალ რეკლამაში

ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, Dora AI ვებგვერდებს ქმნის