in

პლასტმასის ნაწილაკები ცოცხალი ადამიანის ფილტვებში პირველად აღმოაჩინეს

მართალია, პლასტმასის ნარჩენებით თითქმის მთელი პლანეტაა სავსე, მაგრამ ახლა უკვე პირველად ცოცხალი ადამიანების ფილტვებში მიკროპლასტიკური ნარჩენები აღმოაჩინეს. ნაწილაკები თითქმის ყველა ნიმუშში იყო. 

M2
M2

მკვლევრებმა ფილტვის ქსოვილის ნიმუშები 13 პაციენტისგან აიღეს, პლასტმასის ნაწილაკები კი მათგან 11 ნიმუშში აღმოაჩინეს. კვლევისას 003 მმ-მდე ზომის ნაწილაკები გააანალიზეს და პლასტმასის ტიპის დასადგენად სპექტროსკოპია გამოიყენეს. ნაწილაკებს შორის ყველაზე გავრცელებული პოლიპროპილენი იყო, რომელიც პლასტმასის შეფუთვებსა და წყლის მილებში გამოიყენება. ამასთან ერთად PET, რომელსაც ბოთლების დასამზადებლად იყენებენ. 

შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანის სხეულში ეს ნაწილაკები სწორედ კვებისა და წყლის მიღების დროს მოხდა. კვლევაზე დაყრდნობით კი იმასაც ამბობენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც მაღალი მიკროპლასტიკური ნაწილაკების დონე აღენიშნებოდათ, კონკრეტული დაავადებებიც განუვითარდათ.

ჩვენ არ ველოდით, რომ ფილტვებში ასეთი დიდი რაოდენობის ნაწილაკებს აღმოვაჩენდით, მით უმეტეს ფილტვების ქვედა ნაწილში, სადაც უფრო მცირე ზომის სასუნთქი გზებია და წესით, ამ ზომის ნაწილაკები არც უნდა ყოფილიყო, — აცხადებს ლორა სადოფსკი, კვლევის წამყვანი ავტორი.

დიდი ალბათობით, კვლევისას მიღებულ შედეგებს ლაბორატორიული ექსპერიმენტებისთვის გამოიყენებენ. ამ გზით ისინი რეალური პირობების შექმნასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაწილაკების ზემოქმედებასაც შეისწავლიან.

გასულ თვეს მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ ამ ნაწილაკებს ჩვენი სისხლიც შეიცავს, რაც ლაბორატორიულ ნიმუშებზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. ხოლო ჰაერის დაბინძურებით მიღებული ნაწილაკები ჩვენს სხეულში აღწევს და ადრეულ სიკვდილსაც იწვევს.

მანამდე კი 2021 წელს, ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ აუტოფსიის ნიმუშებზე პლასტმასის ნაწილაკები 20 ნიმუშიდან 13-ში აღმოაჩინა. ამ შემთხვევაში პოლიეთილენი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაწილაკი იყო. ხოლო 1998 წელს ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების კვლევამ აჩვენა, რომ 100-ზე მეტი ნიმუში პლასტმასის ნაწილაკებს შეიცავდა. უშუალოდ კიბოსა და ნაწილაკების კავშირი კი შემდეგნაირად შეაფასეს:

პლასტმასის წარმოების ზრდის ფონზე, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს უფრო დეტალური კვლევა, რათა გავიგოთ, როგორ მოქმედებს მიკრო და ნანოპლასტიკები ადამიანის სხეულის სტრუქტურებსა და მიმდინარე პროცესებზე, შეუძლიათ თუ არა მათ უჯრედების გარდაქმნა და კიბოს გამოწვევა.

აი, როგორ მუშაობს CX მენეჯერი

2021 წელს გადაღებული ქარიშხლის საუკეთესო ფოტოები გამოვლინდა