in

თბილისში სარწყავი ლენტის საწარმო აშენდება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში ენუქიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამრეწველო ზონაში, პლასტმასის მწარმოებელი საწარმო აშენდება, რომელშიც 2 მილიონი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება. მისივე განცხადებით, საწარმოს ასაშენებლად შპს „ევროდრიპს“ 5435 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნანგრევები სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა.

„ბიზნეს იდეა ინოვაციური სარწყავი ლენტის წარმოებას გულისხმობს, რომელიც პოლიეთილენისგან იწარმოება და ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. კომპანია წელიწადში 200 ტონა პლასტმასის ნაწარმის გადამუშავებას გეგმავს, ხოლო მზა პროდუქციის რეალიზაცია შიდა და გარე ბაზრებზე მოხდება. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ქვეყანაში შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს“, – ვკითხულობთ საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა

დანადგარი, რომლითაც “ჰელოუინის” ტკბილეულის გაცვლაა შესაძლებელი