in

22 დეკემბერს პლასტმასის შემცირებისა და გადამუშავების შესაძლებლობებზე ღონისძიება გაიმართება

CENN-ისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა B2B ღონისძიებას მართავს, რომელიც გააერთიანებს პლასტმასის წარმოებასა და მოხმარებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, ბიზნესებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ვინაიდან დღესდღეობით პლასტმასის ჭარბი მოხმარების გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ღონისძიების მთავარი მიზანიც ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაა. ინტერაქციული სესიების დახმარებით, დამსწრეები გაეცნობიან ინფორმაციას პლასტიკური მასის საკითხების მართვასთან დაკავშირებულ ცირკულარულ გადაწყვეტებზე. ამავდროულად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიებში, გაცვალონ აზრები, ისაუბრონ დღევანდელ გამოწვევებზე და გააზიარონ წარმატებული ისტორიები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამცირებენ პლასტმასის მოხმარებას და გვთავაზობენ ალტერნატიულ პროდუქტებს. გამოფენის მიზანია სხვადასხვა სექტორის დაკავშირება, მათი წარმომადგენლების წახალისება და პოტენციური თანამშრომლობის ინიცირება. აუდიტორიის დაინტერესებისა და შთაგონების მიზნით, ღონისძიების მიმდინარეობისას წარდგენილი იქნება ვიზუალური მასალები, რომლებიც ასახავს წარმატებულ ისტორიებს, მდგრად პრაქტიკებსა და პრობლემების ცირკულარული გადაწყვეტის გზებს პლასტმასის შემცირების კუთხით.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც პლასტმასის წარმოების, მოხმარებისა და გადამუშავების ჯაჭვში არიან ჩართულები. თუ ხართ მსგავსი კომპანია ან ინდივიდუალური პირი, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

ღონისძიებაზე B2B გამოფენაც იქნება. თუ ხართ კომპანია, რომელიც ამუშავებს პლასტმასის ნარჩენს ან სთავაზობს მომხმარებელს ალტერნატიულ პროდუქტებს და გაინტერესებთ ბ2ბ გამოფენაში მონაწილეობა, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ასევე, უპასუხეთ დამატებით სარეგისტრაციო ფორმის ბოლო კითხვას გადამმუშავებელი კომპანიებისათვის. რეგიონში მცხოვრები შერჩეული კომპანიებისთვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა და დაბინავება.

დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია. კომპანიები აირჩევიან რელევანტურობისა და საქმიანობის სფეროს მიხედვით. ამასთან, ღონისძიების ზუსტი ლოკაცია გაზიარდება მხოლოდ დარეგისტრირებულ და დადასტურებულად მონაწილე აუდიტორიასთან.

ღონისძიება იმართება პროექტის „საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

[R]

ცვლილება იწყება შენით — გაიცანით ეკოაქტივისტი გიორგი ბოლქვაძე აჭარიდან!

ტექნოლოგიები დროს გვართმევს თუ გვითავისუფლებს? — კვლევა