გერმანიაში გარემოს დაცვის სამინისტრომ საინტერესო და ცოტა პროვოკაციული კამპანია წამოიწყო. სადგურზე, სადაც ყოველთვის ყველაზე მეტი ხალხია ხოლმე, დადგეს მინერალური წყლის აპარატი, რომელმაც მალევე მიიქცია გამვლელების ყურადღება. აპარატიდან სასმელი წყლის მიღების ორი გზა იყო: ერთი შუშის, ხოლო მეორე პლასტმასის ბოთლით. სამწუხაროდ, უმრავლესობამ არასწორი არჩევანი გააკეთა და ამისთვის კარგადაც “დაისაჯა”. როგორც კი ვინმე პლასტმასს ირჩევდა, აპარატიდან ცარიელი ბოთლები იყრებოდა.
მართალია, პლასტმასის ბოთლები შეიძლება გაცილებით უფრო კომფორტული და მოსახერხებელია, სამაგიეროდ, საკმაოდ დიდი ზიანის მომტანია გარემოსთვის. ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ არჩევანს გააკეთებთ.












