in

პლასტმასით დაბინძურების 24%-ზე მხოლოდ 5 კომპანიაა პასუხისმგებელი! — კვლევა

პლასტმასით დაბინძურებულ გარემოსა და არსებულ საფრთხეებზე არაერთხელ გვისაუბრია, მათ შორის იმაზეც, რომ მას ასობით წელი სჭირდება გადასამუშავებლად. ახლა კი სწორედ ამ უკანასკნელმა დეტალმა გახადა შესაძლებელი იმ კომპანიებზე გასვლა, რომლებიც პლასტმასის დაბინძურების 24%-ზეა პასუხისმგებელი. საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელია, რომლის ავტორიც, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ 5 კორპორაციაა. 

M2
M2

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა 1.87 მილიონი პლასტმასის ნარჩენი გააანალიზეს, რაც 2018-2022 წლებს მოიცავდა. შედეგად კი დაადგინეს, რომ მათგან ნახევარზე მეტი არ შეგვიძლია დავუკავშიროთ კონკრეტულ კომპანიას. თუმცა რაც შეეხება 24%-ს, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ, ზუსტად 5 კომპანიას უკავშირდება. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ გაზიანი სასმელების მწარმოებლებიც მათ შორისაა, უფრო ზუსტად Coca-Cola და PepsiCo 11 და 5%-ზე არის პასუხისმგებელი. ამას მოსდევს ჩვენთვის კარგად ცნობილი Nestlé და Danone, ხოლო შემდგომ მსოფლიოში ყველაზე დიდი თამბაქოს შემცველი პროდუქტების მწარმოებელი Altria. 

მკვლევრები გვეუბნებიან, რომ თუ მზარდი პლასტმასით დაბინძურების პრობლემასთან გამკლავება გვსურს, მეტად პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, მაგრამ ამასთან, აღნიშნავენ, რომ რამდენიმე მთავარი მრავალეროვნული კომპანიის პოზიტიურმა ქმედებებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიძლება, შემოგვთავაზოს. 

უმსხვილესი დამაბინძურებლების მიერ ერთჯერადი და ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობის პლასტმასის პროდუქტების შეჩერება მნიშვნელოვნად შეამცირებს პლასტმასით გლობალური დაბინძურების პრობლემას, — აცხადებენ მკვლევრები. 

საინტერესოა ისიც, რომ კვლევისას გაანალიზებული ბრენდირებული პლასტმასის ნივთების ნახევარზე მეტი 56 კომპანიიდან მოდიოდა და შედეგებიც პირდაპირპროპორციული იყო — რაც უფრო მეტ პლასტმასას აწარმოებდა კომპანია, მით უფრო მეტ ნარჩენზე იყო პასუხისმგებელი. 

საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მომხმარებლებმა საკვები და სასმელი პროდუქტები გადაადგილებისას მოიხმარონ და იგი ბუნებაში მოხვდეს, როცა საყოფაცხოვრებო თუ საცალო პროდუქტების მოხმარება მეტად მაღალია შენობებში, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასალების მენეჯმენტის ინფრასტრუქტურას თავს დააღწევს და გარემომდე მიაღწევს, — ვკითხულობთ ნაშრომში

სწორედ ამიტომ, მკვლევრები მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე მიგვითითებენ, რომ პლასტმასის მოხმარება უნდა შევამციროთ, ნარჩენების მენეჯმენტის სისტემა გავაუმჯობესოთ, შევცვალოთ პროდუქტის დიზაინი და გავაუმჯობესოთ გადამუშავების პროცესი. 

რაც შეეხება არაბრენდირებულ პლასტმასას, ამას ვერ უკავშირებენ კონკრეტულ კომპანიებს, მაგრამ მკვლევრები აქაც გვირჩევენ საერთაშორისო სტანდარტები და მონაცემთა ბაზები შევქმნათ, რათა ნარჩენები მეტად ეფექტურად ვმართოთ. როგორც პრობლემების უმეტესობაში ხდება, აქაც, რაც უფრო გავიაზრებთ მის არსებობას, მით უკეთ შევძლებთ მასთან გამკლავებას.

მეცნიერები კი აგრძელებენ მუშაობას იმ გზების საპოვნელად, რომლებიც პლასტმასას მეტად ბიოდეგრადირებადს გახდის. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პლასტმასას წარმოება ბოლო 20 წელში გაორმაგდა და ეს საკითხი სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. 

დაბოლოს, მკვლევრები მოხალისეობრივი აქტივობების მნიშვნელობაზეც საუბრობენ. როგორც ამბობენ, აღნიშნული კვლევის ჩატარება იმ 100 000-ზე მეტი მოხალისით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ნარჩენების შეგროვების ღონისძიებებში მონაწილეობდნენ 84 ქვეყნიდან, იქნებოდა ეს სანაპიროების, მდინარეებისა თუ პარკების დასუფთავება… 

Wolt Ads — Wolt-ის ინოვაციური პროდუქტი პარტნიორი ბიზნესებისთვის გაყიდვების ზრდის ხელშესაწყობად

კინემატოგრაფიული ვიდეორგოლი ავიახაზების უსაფრთხოებაზე