in

კომპანიებს ელექტრონულად შეამოწმებენ და საქმიანობის ნებართვასაც ელექტრონულად მისცემენ

ეკონომიკური საქმიანობის ნებართვისთვის, კომპანიებს, ელექტრონულად შეამოწმებენ. იმავე მეთოდით მისცემენ ნებართვასაც. ამას პროექტი “CO-WORK” უზრუნველყოფს.

“CO-WORK” დისტანციური ინსპექტირების ელექტრონული პროგრამაა და ობიექტის კონტროლის მექანიზმებსა და ნებართვის გაცემის შემდგომ მონიტორინგს მოიცავს. ორგანიზაციები თუ დასაქმებულები, მისი საშუალებით, ავტომატურად გაივლიან შემოწმების კითხვარს და წარადგენენ დოკუმენტაციას. ეს მარეგულირებელ ორგანოს საშუალებას მისცემს, ადგილზე მიუსვლელად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, გასცეს ნებართვა და აწარმოოს შემდგომი მონიტორინგი. პროექტის ავტორი დიმიტრი კოლოტაურია.

“CO-WORK” GITA-ს იდეების კონკურსის გამარჯვებულია.

„საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსი 2020 წლის 16 აპრილს გამოაცხადა. საბოლოო ჯამში, 150-მდე განაცხადი შემოვიდა, მონაწილეთა იდეების პრეზენტაციებს ჟიური ორი დღის განმავლობაში ისმენდა. გამარჯვებული იდეის ავტორს 10 000 ლარი გადაეცა. პროექტის  განხორციელებაზე მუშაობას სახელმწიფო დაიწყებს, იდეის ავტორის ჩართულობით. კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს, ინოვაციური გადაწყვეტილებებით, გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები“, – ამბობენ GITA-ში. 

როდიდან დაიწყება კომპანიების ელექტრონულად შემოწმება და ნებართვების გაცემა, ჯერ უცნობია. ახლა სახელმწიფო, იდეის ავტორთან ერთად, პროგრამის შექმნაზე იწყებს მუშაობას.

ნიკა კოჩაროვის ახალი მუსიკალური ვიდეო, “Trivial Truths”

4-ეტაპი, რომელიც ბრენდებს ახალი რეალობისთვის მარკეტინგ გეგმის შედგენაში დაეხმარება