in

წარმატების მიღწევა პლატფორმაზე დაფუძნებულ მარკეტინგში

როგორ მოქმედებს ბრენდის როლი საზოგადოების/ეკონომიკის დინამიკაზე? თქვენი საკომუნიკაციო პლატფორმების სტრატეგიას ამაში უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს. 

დავიწყოთ ღირებულებით…

არსებითად, ეკონომიკა იწყება ღირებულების გაგებით: რა არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის? გარეთა თვალისთვის ეს ყოველთვის არ ჩანს. იმისათვის, რომ გაიგოთ საერთო ღირებულება, თქვენ უნდა იყოთ ამ საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ინტერნეტის, სოციალური მედიის, მიმების, ვირუსულობისა და ტენდენციების ეპოქაში, ის, რაც ითვლება ღირებულად, მუდმივ სწრაფ და ორგანულ ევოლუციაშია. ასე რომ, თუ თქვენ აფორმირებთ რაიმე ღირებულს და შემდეგ თქვენი შიდა მარკეტინგის გუნდს ექვსი თვე დასჭირდება ამის მარკეტინგული გეგმის შესასრულებლად, ეს ღირებულება შეიძლება აღარ იყოს აქტუალური.

ინფლუენსერები

ყველაზე აშკარა ღირებულება ნებისმიერი ციფრული საზოგადოებისთვის არის მისი ინფლუენსერები და პოპულარობა. ინდივიდი, რომელიც გაიზარდა მათ საზოგადოებაში და მოიპოვა სერიოზული კაპიტალი. განსხვავებით გუშინდელი ტრადიციული მედიის ლანდშაფტისგან, სადაც ძირითადად ცდილობდნენ, ყურადღება გადაეტანათ ერთი პიროვნებიდან მეორეზე, ინფლუენსერები უფრო კონკრეტულ სეგმენტს მორგებულნი არიან. მათ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ხალხი თავად ირჩევს იმის მიხედვით, თუ რა აინტერესებს. მათ ხშირად ისე იყვარებენ და მისდევენ, როგორც კინოვარსკვლავებს, ამიტომ ინფლუენსერებს შესაძლოა მაღალი სპეციალიზებული ღირებულება ჰქონდეთ, რაც ბრენდებს დაეხმარება, უფრო მიაწვდინონ ხმა აუდიტორიას. 

კონტენტი

ბევრი თვლის, რომ რაც უფრო მეტ თახას დახარჯავს, უკეთესი კონტენტი ექნება, მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, ზოგჯერ (როგორც ხშირად ხდება, ვთქვათ, ტიკ ტოკზე), ბიუჯეტსა და ღირებულებას შორის საპირისპირო ურთიერთობაა. 

კონტენტის შექმნისას მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მისი დატვირთვა, გამოქვეყნების სიხშირე, კრეატიულობა. დიდი ყურადღება ექცევა ისეთ მასალას, რომელსაც აქვს საზოგადოების გაოცების უნარი. პლატფორმები მხარს უჭერენ კონტენტს, რომელიც უნიკალურია, რომელიც უცხოდ გამოიყურება, რომელიც შოკისმომგვრელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღირებულება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ მუდმივი შინაარსი, რომელიც შეიძლება საზოგადოებაზე წინ დარჩეს, ღირებულებას მიაღწევს.

მიმდევრები

ღირებულებათა ზრდის ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გზა არის მიმდევრობა. საზოგადოებაში მიღებულია არა მხოლოდ რომელიმე ინფლუენსერის ან ბრენდის, არამედ ერთმანეთის მიმდევრობაც. არხებს, რომლებიც აგროვებენ მიმდევრების დიდ რაოდენობას,  აქვთ ღირებულება და შეუძლიათ ამ ღირებულების გაცვლა სხვა სახის მხარდაჭერისთვის, სადაც ბრენდები ყველაზე ეფექტურად შედიან ეკონომიკაში.

ვირტუალური ეკონომიკა

ზოგიერთი პლატფორმა მუშაობს სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ღირებულებათა ცვლას და აქ მთავარ როლს არა ნაღდი ფული, არამედ ამ პლატფორმაზე დაგროვილი ქულების რაოდენობა თამაშობს. ასეთია, მაგალითად, Twitch. არხის ქულები (კონკრეტული არხის ყურებაზე დროის გასატარებლად დაგროვილი ქულები) არის ღირებულების „დახარჯვის“ გზა საინტერესო გზებით. ინფლუენსერი, როგორც წესი, დებს ისეთ კონტენტს, რომელიც გვაიძულებს, ბევრი ქულა დავხარჯოთ არხზე. 

ტოკენები, ბეჯები, ემბლემები

პლატფორმების უმეტესობას ასევე აქვს ტეგების სისტემა გარკვეული სახის ქცევის დასაჯილდოებლად: მაგალითად, ღონისძიებაზე დასწრება, ეტაპების მიღწევა ან კონკურსის მოგება. ეს ტეგები, როგორც წესი, ნაჩვენებია საზოგადოების წევრის სახელის გვერდით ჩეთის არხში ან შეიძლება გამოჩნდეს მათი არხის გვერდზე. ეს არის საპატიო სამკერდე ნიშნები და საშუალება არხისთვის ან პლატფორმისთვის, რომ მიანიჭოს მომხმარებელს ღირებულება, როგორც ჯილდო მხარდამჭერი ქცევისთვის. 

კონტენტის გაზიარება

ალბათ ყველაზე მარტივი და ყველაზე პირდაპირი გზა – საზოგადოების ეკონომიკაში ჩართვისთვის შინაარსის გაზიარებაა. იქნება ეს კონტენტის ხელახლა გამოქვეყნება, პირდაპირი სტრიმინგის მასპინძლობა, თუ უბრალოდ ვინმეს მოწოდება, რომ თვალი ადევნოს თქვენს გვერდს. კონტენტის გავრცელება მთელ საზოგადოებაში არის ეკონომიკური გაცვლის ყველაზე სუფთა ფორმა პლატფორმის ეკოსისტემაში. სწორედ ამიტომ არის ვირუსულობა მედიის ასეთი ძლიერი ელემენტი ციფრულ ლანდშაფტში.

3D პრინტერით დაბეჭდილმა თავის ქალამ ჩვილს სიცოცხლე შეუნარჩუნა

შესაძლოა, მარსზე პლაზმის დახმარებით ჟანგბადი მიიღონ