in ,

რა პლატფორმები გამოვიყენო მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის?

მარკეტინგში მონაცემების სხვადასხვა კუთხით დანახვა, მათი ანალიზი და თვალსაჩინოდ წარმოჩენა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამისათვის მარკეტერები განსხვავებულ პლატფორმებს მიმართავენ, რაც მათ საჭიროებას შეესაბამება – ზოგიერთი მარტივი სარეკლამო აქტივობებისთვისაა, სხვები – email მარკეტინგისთვის ან სულაც, მთლიანი ბიზნესის წარმართვისთვის. ამჯერად, შევეცადეთ გაგვერკვია, რომელი პლატფორმა გამოვიყენოთ მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის.

ქეთი მეფარიშვილი

ქეთი მეფარიშვილი, მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი: „მონაცემთა ვიზუალიზაცია, პირველ რიგში, დამოკიდებულია გამოყენებულ მარკეტინგულ არხებსა და მონაცემთა მოპოვების წერტილებზე ორგანიზაციაში. შესაბამისად, შეირჩევა ხოლმე ის პლატფორმა, რომელიც ყველაზე მეტად ერგება ბიზნესის საჭიროებებს. მაგალითისათვის: თუკი ორგანიზაცია მხოლოდ ფეისბუქს იყენებს პროდუქტის/მომსახურების რეკლამირებისათვის, მათთვის Adespresso საკმარისი იქნება მონაცემთა ვიზუალიზაციასა და მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მისაღებად.

თუკი კომპანია რამდენიმე არხშია წარმოდგენილი და ასევე საოპერაციო ნაწილის ვიზუალუზაციაც სჭირდება, მაშინ უფრო კომპლექსური მონაცემთა ვიზუალიზაციის პლადფორმებია საჭირო; როგორიცაა SAP Business One, Zoho Analytics, Qlikview და ა.შ.

ყველაფერი დამოკიდებულია მონაცემთა მოპოვების წერტილების სიმრავლეზე. რაც უფრო მეტი მარკეტინგული არხია გამოყენებული, მით უფრო ფართო მასშტაბის პროგრამული გადაწყვეტილებებია საჭირო მონაცემთა ვიზუალიზაციისათვის. აგრეთვე, შიდა ბიზნეს პროცესებთან დაკავშირება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რათა სწორად მოვახდინოთ გარე პარამეტრებით, შიდა პროცესების ოპტიმიზაცია.

ადესპრესო ყველაზე გავრცელებულია, ვინაიდან კომპანიების უმრავლესობა, ვებგვერდის შექმნამდე ფეისბუქის ბიზნეს-მენეჯერს ქმნის. ვინც მომხმარებელთა ინფორმაციის მოპოვებით არის დაკავებული და CRM პლადფორმებს მოიხმარს, Klaviyo-ს ან Zoho-ს იყენებენ ავტომატური კომუნიაკციებისათვის. მონაცემთა ანალიტიკის კუთხით Semrush და Hotjar არის პოპულარული ხელსაწყო. ასევე, ვებგვერდების ვიზიტორებისა და რეიტინგების შეფასების კუთხით Similarweb-ს გამოიყენებენ.“

Adespresso – AdEspresso არის Facebook Ads ინსტრუმენტი, რომელიც Power Editor-თან შედარებით, მნიშვნელოვნად ასწრაფებს და ამარტივებს რეკლამის ოპტიმიზაციას. დაფუძნების დღიდან, კომპანია Facebook-ის პარტნიორია და მნიშვნელოვანი მარკეტინგული ინსტრუმენტია ბრენდებისთვის, მთელ მსოფლიოში. პლატფორმის დახმარებით, მომხმარებლები ახერხებენ Facebook-ისა და Instagram რეკლამის ინტერფეისიდან შექმნაში, რომელიც უკვე არსებულ Facebook Ad-თან არის დასინქრონებული. აქ შეგიძლიათ უკვე არსებული კამპანიების იმპორტი. ხოლო, ახალი კამპანიების შექმნისას, დაამატებთ თეგებს, რათა მისი მოძიება გაგიადვილდეთ. ყველა კამპანია ავტომატურად გაძლევთ სატესტო ვარიაციებს, რათა სამუშაოს განმეორებით შესრულება არ მოგიწიოთ. კამპანიის გაშვებისას, შეგიძლიათ სპეციალურად შერჩეული ინსტრუმენტების პანელით ადევნოთ თვალი მიმდინარე შედეგებს.

SAP Business One – SAP არის ერთიანი ხელმისაწვდომი პლატფორმა, რომელიც მცირე ბიზნესის სრულად წარმართვაში დაგეხმარებათ – მათ შორის, ბუღალტრულ და ფინანსურ აღრიცხვაში, შესყიდვებში, მარაგების, გაყიდვებისა და მომხმარებლებთან უერთიერთობის წარმართვასა და ანალიტიკაში. ესაა საშუალება, გქონდეთ კონტროლი ბიზნესზე ან შვილობილ კომპანიაზე. SAP-ის დახმარებით, საკვანძო პროცესების ოპტიმიზებას შეძლებთ, მიიღებთ სრულ წარმოდგენას თქვენი ბიზნესის მდგომარეობაზე და რეალურ დროში გექნებათ ბიზნესგადაწყვეტილების ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღების საშუალება.

Zoho Analytics – Zoho Analytics თვითმომსახურების თანამედროვე პლატფორმაა, რომელიც ბიზნეს-ანალიტიკის საშუალებას გაძლევთ. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ, მოამზადოთ და გააანალიზოთ თქვენი მონაცემები, შექმნათ მონაცემთა ეფექტური ვიზუალიზაცია, მიაკვლიოთ ახალ ინსაითებს, ერთიან სივრცეში. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ განსხვავებული წყაროებიდან მიღებული მონაცემები მარტივად გააანალიზოთ. მას აქვს მონაცემების მოდელირების მექანიზმი, რაც მათ სტრუქტურირებას, გადაჯგუფებასა და გაფილტვრას უზრუნველყოფს, ეს კი, ანალიზსა და რეპორტინგში დაგეხმარებათ.

Qlikview – მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ ისეთი უჩვეულო ინფორმაცია ბიზნესზე, რაც მონაცემთა ერთმანეთთან კავშირით ანალიზდება და პირდაპირ ცალკეულ მათგანთან არაა დაკავშირებული. ბიზნესს შეუძლია შეასრულოს პირდაპირი და ირიბი ძიება ყველა სახის მონაცემზე, სხვადასხვა მასშტაბით და მათი გაფილტვრის საშუალება.

Klaviyo მომხმარებლებს SMS-მარკეტინგის მძლავრ პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. მისი გამოყენება შესაძლებელია ფასდაკლებებისა და რეკლამებისთვის, ასევე, სპეციალური განცხადებებისთვის, მომხმარებლების მისასალმებლად, მათდამი მადლიერების გამოსახატად ან სხვა სახის კომუნიკაციისთვის. ესაა მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომლითაც ecommerce-ის პრაქტიკულად ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის მხარდაჭერა შეგიძლიათ, ელექტრონული ფორსტის საშუალებით.

Semrush – ერთ სივრცეში აქცევს ყველა ინსტრუმენტს. ის ინტერნეტ-ხილვადობის გაუმჯობესებასა და მარკეტინგული ინფორმაციის მიღებაში გვეხმარება. ეს ინსტრუმენტები განკუთვნილია მარკეტერებისთვის, რომლებიც მუშაობენ შემდეგი მიმართულებებით: SEO, სოციალური მედიის მართვა, საკვანძო სიტყვების ძიება, კონკურენტების შესწავლა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კონტენტ მარკეტინგი, მარკეტინგული ინსაითები, კამპანიის მენეჯმენტი და სხვა.

Hotjar – ესაა პროდუქტის გამოცდილების შესასწავლად საჭირო ინსტრუმენტი. ის წარმოგვიდგენს ქცევის ანალიტიკას და უკუკავშირის შესახებ აგროვებს ინფორმაციას. ამგვარად, გვეხმარება მომხმარებლების უკეთ გაცნობასა და მათ გაგებაში, ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა სესიების ჩაწერა, კითხვარი, უკუკავშირის ვიჯეტები და სხვა.

Similarweb – უზრუნველყოფს ციფრულ ინტელექტს საწარმოებისა და მცირე ბიზნესებისათვის. პლატფორმას აქვს ვებ-ანალიტიკის მომსახურება და მომხმარებლებისთვის აგენერირებს ინფორმაციას ვებტრაფიკსა და მომხმარებლებისა თუ კონკურენტების წარმადობაზე.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ აკონტროლებენ ბრენდები ჩვენს ქცევებს?

Google-ის ახალი კამპანია, რომელიც მის სარგებლიანობაზე გვიამბობს