in

სოციალურ მედიაზე დაფუძნებული მარკეტინგი — რას გვთავაზობს თანამედროვე პლატფორმები?

დღეისათვის ციფრული გარემო ბევრ დიდ პლატფორმას გვთავაზობს — თითოეული მათგანი განსხვავებულად მოქმედებს ინდუსტრიაზე და, შესაბამისად, განსხვავებულ შესაძლებლობებსაც იძლევა. ამ სტატიაში კი ხუთ მათგან განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება მათი წარმატების მისაღწევად გამოყენება.

YouTube მასობრივი აუდიტორიის პლატფორმაა — „YouTube არის მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ დიდებულია“

YouTube-ის დიდი უპირატესობა „პლატფორმათა ომებში“ მისი უზარმაზარი წვდომაა. ყველამ იცის იუთუბი… იგი ციფრული ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია. მაგალითად, ინფლუენსერები თავიანთ კონტენტს უპრობლემოდ ანთავსებენ პლატფორმაზე, თანმიმდევრულად და რაიმე გართულების გარეშე.

თუმცა YouTube-ზე ინტერაქციულობა, რაც კონტენტს უფრო ღირებულს ხდის, ძირითადად კომენტარების განყოფილებაში გადადის. ეს უკანასკნელი კი შეიძლება, ორი მიმართულებით წარიმართოს: ან „ტროლების ექო პალატა“, ან სასარგებლო სადისკუსიო ფორუმი.

ამასთან, YouTube-ს პირდაპირი სტრიმინგის ფუნქცია აქვს, მაგრამ რადგანაც აქ ე. წ. საზოგადოებები ნაკლებად შეკრული და ინტერაქციულია, სტრიმინგი დაბალი ნახვებით გამოირჩევა.

TikTok ტრენდული პლატფორმაა — „TikTok არის მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახალისოა“

ხალხი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია TikTok-ის კონტენტის შესაძლებლობებით, რადგან ის სულ უფრო მეტად აფართოებს პირდაპირი სტრიმინგის გამოცდილებას, ზრდის ვიდეოს ხანგრძლივობის ლიმიტს და ბრენდებს მეტი ჩართულობის საშუალებას აძლევს. თუმცა, თავის არსში, ტიკტოკი მაინც ცდილობს, ერთგვარად ვირუსული გახდეს, რასაც დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეები აქვს.

TikTok-ის ალგორითმი ძალიან კარგი და ეფექტურია მყისიერი პოპულარობისთვის, მაგრამ ეს სიჩქარე თემების შექმნას საკმაოდ ართულებს პლატფორმის ვარსკვლავებისთვის. ამასთან, ამგვარი ალგორითმის შედეგად, ერთი ვირუსული ვიდეო სხვა კრეატორების „მიმი“ ხდება, რაც რეფერენციალურ გამოხმაურებას იწვევს. და თუ მომხმარებელი ერთ კონკრეტულ ვირუსულ ვიდეოს გამოტოვებს, შესაძლოა, ისე სწრაფად გაქრეს და ჩაიკარგოს სხვების კონტენტში, რომ ვერც კი გააცნობიეროს.

გარდა ამისა, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოებისთვის დაწესებული სიგრძის ლიმიტით, პირდაპირი სტრიმინგი ერთადერთი ვარიანტია გრძელი კონტენტისთვის. დაბალი წარმოების ღირებულებით და მომხმარებლებში რეაგირების მოთხოვნით, TikTok-ის პირდაპირი სტრიმინგი შეიძლება, შესანიშნავი იყოს სიახლოვის გრძნობის შესაქმნელად.

TikTok-ს დასჭირდება, განაგრძოს თავისი ხელსაწყოების განვითარება, რათა უზრუნველყოს წარმოების გარკვეული დონე, რომელიც აუცილებელია ბრენდზე ორიენტირებული ჭეშმარიტად დამაჯერებელი კონტენტის შესაქმნელად. ბრენდებს კი, რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია, შეუძლიათ TikTok-ში მოხვედრა და საკუთარი უშუალო იდენტობის ჩამოყალიბება.

Instagram არის გამოსახულებაზე დაფუძნებული პლატფორმა — „ინსტაგრამი არის მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ მიმზიდველია“

ინსტაგრამი პერსონალურ ესთეტიკას ეხება, ამიტომ მასში დომინირებს ფოტოები და სურათები, ვიდეოები და პირდაპირი სტრიმინგი. ის, როგორც წესი, აძლიერებს უაღრესად კურირებული თვითგამოხატვის კულტურას.  ხოლო თუ TikTok ტენდენციებზეა ორიენტირებული, ინსტაგრამი ანტიტენდენციაა, რადგან მომხმარებლები მკაცრად აცხადებენ, თუ რამდენად უნიკალურები არიან ისინი.

ამასთან, ინსტაგრამის გამოყენება თქვენი მეგობრების, ინფლუენსერების თუ ბრენდების ფოტოების დათვალიერებას გულისხმობს. შესაბამისად, ამ პლატფორმაზე კომპანიების მთავარი გასაღები ისეთი კონტენტის შექმნაა, რომელიც ხალხს სასიამოვნო განცდას ანიჭებს — პირადი მომენტები ლამაზ გარემოში.

Facebook არის პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია პირად კავშირებზე — „ფეისბუქი არის მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უსმენენ“

ამ სოციალური მედიის პლატფორმის სურვილია, ყველას დაკავშირება შეძლოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მართლაც დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიზნისკენ. საგულისხმოა, რომ მაშინ, როცა YouTube-სა და TikTok-ზე ადამიანები რაღაც უფრო დიდის ნაწილად აღიქვამენ თავს, ფეისბუქი უფრო მყუდრო სივრცეს ქმნის. ამიტომაც, ყველას იმის განცდას უჩენს, რომ მისი აზრი ღირებულია.

ინტერაქციულობა Facebook-ის ეკოსისტემის დიდი ნაწილია. პოსტები, პოსტების რეაქციები და პირდაპირი შეტყობინებები მომხმარებლების ურთიერთობისა და იდეების გაცვლის შესანიშნავი გზაა. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანთა დიდ ჯგუფსა და ბრენდებს, აუდიტორიას ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია. ამიტომ ჭარბობს სარეკლამო მოდელი.

LinkedIn არის პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია პროფესიულ კავშირებზე — „LinkedIn არის მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ წარმატებულია“

LinkedIn-ის ცალსახად ორიენტირებული საზოგადოება ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ძლიერი მარკეტინგისთვის. პლატფორმა შეიძლება არ შედგებოდეს საზოგადოებისგან, რომელიც ყველა ბრენდს უყვარს, მაგრამ B2B ბრენდებმა სერიოზულად უნდა გაითვალისწინონ ამ პლატფორმის კონტენტის სტრატეგია.

LinkedIn-ში საინტერესო ის არის, რომ ის, ფაქტობრივად, კონტაქტების შეძენას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია ხდება პლატფორმაზე. მთლიანობაში, მან შექმნა გავლენის, სიმდიდრისა და წვდომის ეკონომიკა, რომელიც აუდიტორიას გარკვეული ტიპის კონტენტის ძიებისკენ უბიძგებს: პირველ რიგში საგანმანათლებლო და საინფორმაციო შინაარსზე (მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება გასართობი იყოს).

LinkedIn-ისთვის შექმნილი კონტენტი შეიძლება ადვილად და სრულად იყოს დაკავშირებული კონკრეტულ საზოგადოებასთან, რომელიც კონკრეტული ინდუსტრიის ან კულტურის ნაწილია.

NASA-ს ასტრონავტებმა კოსმოსიდან უძველესი ლავის ნაკადი დააფიქსირეს

სტუდენტებმა შექმნეს მანქანა, რომელიც სიარულისას ჰაერს ფილტრავს