თანამედროვე სამყარო ინფორმაციას ნებისმიერ დროს, ყველა მხრიდან გვაწვდის. შესაბამისად, სულ უფრო რთული ხდება კონკრეტულ საკითხზე კონცენტრაცია. მეორე დიდი პრობლემა, რომელიც თანამედროვე ადამიანის წინაშე დგას, დროის სიმცირეა. რთულია, მოკლე დროში, საჭირო უნარების ათვისება შევძლოთ; ხანდახან კი, ძალიან მნიშვნელოვან მომენტშიც კი, შესაძლოა კოლეგებთან არათუ თანამშრომლობის, საუბრის სურვილიც არ გვქონდეს.
ნეიროფსიქოლოგები მსგავს სიტუაციებთან გასამკლავებლად და ჩვენს გონებასა და ტვინზე, როგორც ორგანოზე დამოკიდებული პროცესების გასაუმჯობესებლად, 10 წელია მუშაობენ. მუშაობენ მოწყობილობაზე, რომელიც ჩვენს კოგნიტურ ფუნქციონირებას გააუმჯობესებს. ოთხწლიანი ცდების, უსაფრთხოებაზე მკაცრი შემოწმებებისა და ყველა დამატებითი ეფექტის გამორიცხვის შემდეგ კი, მოწყობილობა სახელად PlatoWork უკვე ხელმისაწვდომია. მოწყობილობა იყენებს ტრანსკრანიალურ პირდაპირ სტიმულირებას (tDCS), მეთოდს, რომელიც აქამდე თავის ტვინის გამოსაკვლევად გამოიყენებოდა.
PlatoWork ადამიანის თავზე მაგრდება და იმართება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მას აქვს ოთხი რეჟიმი: დასწავლა (ახალი ინფორმაციის სწავლა/დამახსოვრება), კონცენტრაცია (შეგეძლებათ ფოკუსირდეთ კონკრეტულ საკითხზე), გადააზრება (სხვადასხვა მოვლენის სხვადასხვა კუთხიდან დანახვა) და ბოლოს – შექმნა (ახალი იდეების განხორციელება).