in

ვერ შეგვაჩერებთ! Nike-მა სახლში დარჩენილ აქტიურ ადამიანებს ვიდეორგოლი მიუძღვნა!

სახლში დარჩენილებისთვის, სპორტული აქტივობა მარტივი არ არის. სივრცე ცოტაა და არც სავარჯიშო პირობებია საკმარისი. ამის მიუხედავად, უამრავი ადამიანი კვლავაც ახერხებს არსებული რესურსების ფიზიკური აქტივობისთვის გამოყენებას. ყველა იმ ადამიანის პატივსაცემად, ვინც სახლში რჩება და ამით უფრთხილდება საკუთარ თავსაც და სხვებსაც, Nike-მა ვიდეორგოლი გამოუშვა, მთავარი გზავნილით “ვერ შეგვაჩერებთ”. აღსანიშნავია კამპანიის დასაწყისში, ბრენდმა, რამდენიმე კვირის წინ, გაავრცელა პოსტერი ფრაზით „თუ ოდესმე, მილიონობით ადამიანისთვის თამაშზე გიოცნებია, ახლა გაქვს ეს შანსი. ითამაშე შინ, ითამაშე მსოფლიოსთვის“. კამპანიაზე სააგენტომ Wieden + Kennedy იმუშავა.

„აჭარაბეთმა“ 30 „იაგუარი“ გაათამაშა! გათამაშება გრძელდება – მოიგეთ ახალი „იაგუარი“ და წილი 1 000 000 ლარიდან

4 მიდგომა, რაც კრიზისის მართვაში დაგეხმარებათ