30
Nov
2018

რატომ არის მნიშვნელოვანი Play Store-ის ფასიან აპლიკაციებზე ხელმისაწვდომობა

30 Nov 2018

Google Play Store-ის ფასიანი აპლიკაციები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია, რაც კარგი სიახლეა როგორც Android-ის მომხმარებლებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. განსაკუთრებით კი, ამ უკანასკნელთათვის, რადგან აქამდე, Google Play-ში ქართულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ უფასო აპლიკაციების განთავსება შეეძლოთ. ამიერიდან კი, ისინი ფასიან აპლიკაციებსა თუ უფასო აპლიკაციებში ჩადებულ ფასიან კონტენტს, საქართველოს ტერიტორიიდანვე გაყიდიან. ამის შესახებ Andoird Police იუწყება.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

Play Store-ის ფასიან აპლიკაციებზე ხელმისაწვდომობა დამატებითი მონეტიზაციის საშუალებასაც აძლევს დეველოპერებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ ასე შეიძლება აპლიკაციებიდან მოგების ნახვა – მათი გაყიდვისა და შიდა რეკლამების განთავსების შესაძლებლობით. აქამდე ქართველები იყენებდენ ხოლმე VPN-ს და ეს ცუდი იყო იმ მხრივ, რომ საქართველო არსად ჩანდა. კომპანიები იძულებულები იყვნენ, მიეთითებინათ, რომ მათი კომპანია ამერიკასა თუ სხვა ქვეყნებში იყო რეგისტრიტებული. რამდენიმე წელია, ძალიან აქტიურად, ყველა ვცდილობდით, რომ Play Store-ის ეს შესაძლებლობა ჩვენც გამოგვეყენებინა, – ნინო ნანიტაშვილი, “ინოვაციების ხელშეწყობის ფონდისა და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის დამფუძნებელი”.

საქართველოში, აპლიკაციის ფასები 2-დან 1 100 ლარამდე მერყეობს.

განხილვა