14
ივლ
2017

ეთამაშე ზაზა ფაჩულიას სთრითბოლი! – გამოწვევა გალფისგან! #PlayWithZaza

14 ივლ 2017

“ევრობასკეტის” წინ, გალფმა კამპანია წამოიწყო, რომელიც კალათბურთის მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებს. ვიდეოში პირადად ზაზა მიმართავს კალათბურთის ქომაგებს და ორიგინალური ვიდეოს სანაცვლოდ, მასთან ერთად სთრითბოლის თამაშს პირდება. ვიდეორგოლები განთავსდება გალფის Facebook-ის გვერდზე. ხუთი გამარჯვებული გამოვლინდება ვიდეორგოლზე მოწონებების (Likes) მიხედვით, ხოლო დანარჩენ ხუთ საუკეთესოს თავად ზაზა ფაჩულია შეარჩევს. გარდა ფინალური თამაშისა ზაზასთან, თითოეული გამარჯვებული სახსოვრად მიიღებს კალათბურთის ბურთსა და მაისურს ზაზას ხელმოწერით, ასევე 500-500 ლიტრ ნებისმიერი ტიპის საწვავს გალფისგან. ვიდეორგოლების მიღება და ხმის მიცემა გაგრძელდება 13 ივლისიდან – 31 ივლისამდე.

BOG PLUS

 

წესები:

  • აუცილებელი პირობაა, ნასროლი ბურთი ჩავარდეს კალათში.
  • ვიდეორგოლი უნდა იყოს mp4, 3gp ან mov ფორმატში.
  • ვიდეორგოლის მოწოდება უნდა მოხდეს ნებისმიერი ფაილ-ტრანსფერ პლატფორმის მეშვებით ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ Youtube-ზე და ვიდეოს ბმული მოგვაწოდოთ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. (ფაილების ტრანსფერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმა Wetransfer).
  • კონკურსანტი რომელიც გაგზავნის საკონკურსო ვიდეორგოლს, აუცილებელია ელ ფოსტაზე ([email protected]) მიუთითოს პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მობილურის ნომერი, Facebook პროფილის ბმული და გამოგზავნილი ვიდეორგოლის ფაილის დასახელება.
  • პროექტს ეყოლება 10 გამარჯვებული. ხუთი მათგანი გამოვლინდება ვიდეორგოლზე მოწონებების (Likes) მიხედვით, ხოლო ხუთ გამარჯვებულს შეარჩევს ზაზა ფაჩულია. შეირჩევა მაქსიმალურად ორიგინალური, რთული ნასროლები.
  • ვიდეორგოლები განთავსდება გალფის Facebook გვერდზე.
  • დაუშვებელია დამონტაჟებული ფაილის გადმოგზავნა, მსგავსი ვიდეორგოლი არ განთავსდება საკონკურსო რგოლებში.
  • კონკურსის ორგანიზატორი კომპანია იტოვებს უფლებას, შეაფასოს და არ განათავსოს ვიდეორგოლი საკონკურსო ნამუშევრებში თუ ის არღვევს ზემოთ მოყვანილ პირობებს, არის უხარისხო, არ შეესაბამება საკონკურსო ფორმატს, არაეთიკურია და ა.შ.
  • კონკურსის ხუთივე გამარჯვებული ზაზასთან ერთად ითამაშებს სთრითბოლს. თითოეული მათგანი ასევე მიიღებს საჩუქრად კალათბურთის ბურთსა და მაისურს ზაზას ხელმოწერით. ასევე ნავთობკომპანია გალფისგან თითოეული მათგანი დასაჩუქრდება 500-500 ლიტრი საწვავით.

განხილვა