in

Playboy: თამამი ბრენდი, რომელიც პოპკულტურად იქცა

თუ დღეს Playboy მხოლოდ ცნობილი ლოგოთი გაფორმებულ მაისურს გახსენებს, უნდა იცოდე, რომ ეს იმ ბრენდის სავიზიტო ბარათია, რომელმაც მე-20 საუკუნის მედია, მოდა და ეროტიკის ჟანრი სრულიად შეცვალა. ის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჟურნალის ყდა, ის იყო პროვოკაციაც, ბიზნესგეგმაც და კულტურული გავლენაც.

დამფუძნებელი: ჰიუ ჰეფნერი – ადამიანი, რომელმაც „გემოვნებიანი ეროტიკა“ ჩამოაყალიბა

Playboy-ს ისტორია იწყება 1953 წელს, როცა ჰიუ ჰეფნერმა, ახალგაზრდა ქოფირაითერმა Esquire-ში, გადაწყვიტა საკუთარი ჟურნალის შექმნა. ის ფიქრობდა, რომ ამერიკას აკლდა პროდუქტი, რომელიც მამაკაცებს შესთავაზებდა დახვეწილ და ესთეტიკურ კონტენტს.

25 წლის ჰეფნერმა საკუთარი ავეჯი დააგირავა, მეგობრებისგან 8 000 დოლარი ისესხა და დაიწყო პირველი ნომრის შექმნა. მან არ იცოდა, რამდენად წარმატებული გახდებოდა ჟურნალი, ამიტომ ყდა თარიღის გარეშე დაბეჭდა, იმ შემთხვევისთვის, თუ პროექტი მხოლოდ ერთ ნომრად დარჩებოდა.

პირველი ნომერი და პირველი ვარსკვლავი: მერილინ მონრო

Playboy-ს პირველი ნომერი კულტურული აფეთქება იყო. ჰეფნერმა ფონდების დახმარებით შეიძინა მერილინ მონროს წინასწარ გადაღებული შიშველი ფოტოსერია, როცა თავად მონრო არც აპირებდა Playboy-ში გამოჩენას. შედეგად კი პირველი ნომერი 50 000 ეგზემპლარით, სრულად ამოიყიდა. ბრენდმა მაშინვე მოიპოვა სახელი როგორც თამამმა, მაგრამ გემოვნებიანმა გამოცემამ.

მერილინი კი გახდა პირველი ისტორიული „Playmate“, რომელიც დღემდე ითვლება Playboy-ის ყველაზე სიმბოლურ სახედ.

Playboy Bunnies

1960-იან წლებში Playboy-მ გახსნა ელიტური კლუბები, სადაც მასპინძლები Bunny-ს უნიფორმით ემსახურებოდნენ სტუმრებს. Bunny გახდა გლობალური სიმბოლო.

იზრდებოდა ჟურნალის ტირაჟებიც. წლების განმავლობაში Playboy-ს ყდაზე გამოჩდნენ ისეთი სახელები, როგორებიცაა:

  • პამელა ანდერსონი – Playboy-ს ყველაზე გამოჩენილი ვარსკვლავი
  • სინდი კროუფორდი
  • კეიტ მოსი
  • შერონ სტოუნი
  • ფარა ფოსეტი

და ბევრი სხვა, ვისი კარიერაც სწორედ ამ ჟურნალით დაიწყო.

Playboy პოპკულტურაში

Playboy მხოლოდ ჟურნალი არასოდეს ყოფილა. ბრენდი ინტეგრირდა ყველგან:

  • ფილმებში:
    The House Bunny, American Hustle, The Wolf of Wall Street, Once Upon a Time in Hollywood — ყველგან შეხვდებით Playboy-ს ნიშანს ან კლუბის სცენებს.
  • სერიალებში:
    Mad Men, Friends, Entourage, The Simpsons, South Park — ყველა იყენებს Playboy-ს, როგორც ეპოქის სიმბოლოს.
  • მოდაში: Supreme, Puma, PacSun, Missguided, იაპონური streetwear ბრენდები.

Bunny-ს ლოგო დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მოდური და აღიარებული გრაფიკული ნიშანია მსოფლიო ტანსაცმლის ინდუსტრიაში.

წარმატებული პროექტები

1960-1980-იან წლებში ეს კლუბები ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სოციალურ ადგილად იქცა. აქ ხვდებოდნენ ცნობილი მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები და პოლიტიკოსებიც კი. კლუბები გამოირჩეოდა დახვეწილი ატმოსფეროთი, Bunny-ს ფორმაში მომსახურე პერსონალით და იმ ექსკლუზიური გარემოთი, რომელიც აქ ტრიალებდა, Playboy Club-ში მოხვედრა იყო ერთგვარი სტატუსი.

Playboy Interview Section – ჟურნალის ინტერვიუები იქცა ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებად: ფიდელ კასტრო, ჯონ ლენონი, ალ პაჩინო, კვენტინ ტარანტინო – ყველა ცნობილი იყო Playboy-ს სტუმარი.

დღევანდელი Playboy: ბრენდი, რომელიც ახალ გზას ეძებს

ჰიუ ჰეფნერის გარდაცვალების შემდეგ 2017 წელს,  ჟურნალის გაყიდვების კლების ფონზე Playboy-მ  დაიწყო რებრენდინგი. დღეს ბრენდი ნაკლებად ეყრდნობა შიშველ ფოტოსესიას და აქცენტს აკეთებს შემდეგ მიმართულებებზე:

  • Lifestyle
  • Gender-inclusive ბრენდის პოლიტიკა
  • NFT და ციფრული კოლექციები
  • მოდური კოლაბორაციები და streetwear
  • ციფრული კონტენტი, პროდუქცია და თემატური ღონისძიებები

Playboy დღეს ცდილობს შეიცვალოს იმიჯი. თუ ადრე მხოლოდ მამაკაცურ ფანტაზიას უკავშირდებოდა, დღეს უფრო თანამედროვე, ღია და მრავალფეროვან კულტურულ ბრენდად ყალიბდება.

Playboy-ს ისტორია არის ამბავი იმისა, როგორ შეიძლება პროვიკაციული იდეა იქცეს ბიზნესიმპერიად და როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ხედვამ, ამ შემთხვევაში ჰიუ ჰეფნერის სტილმა, ალღომ და ამბიციამ შექმნას ბრენდი, რომელიც 70 წელზე მეტია, კულტურულ სცენაზე დომინირებს.

„მთავარია გჯეროდეთ – და თქვენით დაიწყება ყველაფერი“ – ნუცა ბაიაძე

ალტა | განცხადება