ღამის რეჟიმი.

დღის რეჟიმი.

in

როგორ ზრდის თამაში კრეატიულობას, ანუ რა უნდა ვისწავლოთ ბავშვებისგან

„თამაშის უნარის გარეშე ვერ გაჩნდება კრეატიული აზრი“, ამბობს SAP Hybris-ს ვიცე პრეზიდენტი ჰეიკე რაპი. შემოქმედებითობა ინტელექტუალური მხიარულებაა. მხიარულება კი მიიღწევა თამაშით და ეს არ არის ცეცხლთან თამაში, კრეატიულობა არის თამაში საკუთარ გონებასთან.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შემოქმედებითობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი, რომელსაც დამქირავებლები ეძებენ თავიანთ მომავალ თანამშრომლებში, თუმცა, ეს არის ყველაზე რთული საკითხიც – მათი უმეტესობა ამბობს, რომ დიდ სიძნელეს უკავშირდება ასეთი თანამშრომლის პოვნა, თუმცა, როგორი გარემო უნდა ჰქონდეს კომპანიას თანამშრომლების კრეატიულობის გამოსავლენად?

ბავშვები ვითარდებიან თამაშისას, მათი აზრონების პროცესი და წარმოდგენები სამყაროს შესახებ ყალიბდება სწორედ ასეთ დროს. ლაღი თამაშისას მათი წარმოსახვა არის თავისუფალი გავლენებისგან, იმ ნორმებისა და ჩარჩოებისგან, რომლებიც მათ ასაკისა და სხეულის ზრდასთან ერთად უყალიბდებათ. ხშირად გვსმენია, რომ ბავშვები გაცილებით კრეატიულები არიან, ვიდრე ზრდასრული ადამიანები. რა როლი აქვს მათ შემოქმედებითობაში თამაშს? და თუ ეს როლი დიდია, მაშინ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ თამაშის ხერხი სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად, ან თუნდაც, იმ კრეატიული იდეების გენერირებისთვის, რომლებსაც ასე ძალიან ელიან ჩვენგან გუნდის წევრები თუ დამკვეთები.

როცა ვთამაშობთ, ჩვენ ვგავართ ბავშვებს და არ გვეშინია შეცდომების დაშვების. ბავშვები კეთებით სწავლობენ. ისინი ხატავენ და ქმნიან ფიგურებს მუყაოს, წებოსა და საღებავების გამოყენებით, აშენებენ წარმოსახვით ადგილებს ლეგოს დახმარებით და იფიქრებენ წარმოუდგენლად დაუჯერებელ ისტორიებს. ეს თამაში კი განსაკუთრებით ჰგავს დიზაინერების საქმიანობას, ახალი იდეების გენერაციის მიზნით.

ჰეიკე გაიზარდა მამასთან, რომელსაც სჯეროდა თამაშის ძალის. ის ასწავლიდა თავის შვილებს, თუ როგორ აეგოთ სახლები, ანახებდა თვითმფრინავების მოდელებს და როცა მისი შვილები სწავლობდნენ ტექნიკურ დეტალებს და იგებდნენ მასალების შესახებ, ის ძალიან ბედნიერი იყო. დღეს, ჰეიკე ინტენსიურად იყენებს თამაშის ტექნიკას თავის გუნდებში, იმ მრავალმხრივი სარგებლის გათვალისწინებითა და გააზრებით, რაც თამაშით მოგვრილ ხალისს მოაქვს.

კრეატიულ, თუ დიზაინ გუნდებთან ხალისი და თამაშის პრაქტიკა მოდის თავისთავად. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ესკიზებს, ვქმნით, ვფიქრობთ, ვწერთ. ჩვენ არ, ან ვერ შეგვიძლია დავეყრდნოთ ხისტ მეთოდოლოგიას ახალი იდეების გაჩენის პროცესში. დიახ, ჩვენ შეგვიძლია მივყვეთ ძირითად კრეატიულ პროცესს, თუმცა, თამაშისა თუ იდეების გენერაციის ალგორითმი არ არსებობს და ალბათ, ვერც იარსებებს. თამაში ნამდვილად ადამიანური რამაა და ზუსტად ისაა, რაც შთაგვაგონებს“.

როგორ შეიძლება ვიყოთ ხალისიანი მოთამაშე სამსახურში?

„მცდარი აზროვნების“ პრაქტიკა
დაიწყეთ ყველაზე ნაკლებად რეალური იდეით. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ცუდი იდეა აქციოთ საუკეთესო აზრად. თამაშის ტაქტიკის მოყვარული მენეჯერები იყენებენ ფრაზას – არ არსებობს ცუდი იდეა. ისინი ქმნიან ისეთ ემოციურ ატმოსფეროს, რომელიც უწყობს ხელს თანამშრომლებს მუშაობის პროცესში, იმისათვის, რომ არა მხოლოდ აკეთონ საქმე, არამედ, გაერთონ. საქმე კი შენდება გუნდის წევრების მიერ, ერთმანეთის კარგ, ან ცუდ იდეებზე დაყრდნობით. თამაშის წესები კი ასეთია – დაგჭირდებათ ღიაობა და როგორც იოგაში ამბობენ, უნდა დატოვოთ თქვენი ეგო გარეთ, სანამ ოთახში სათამაშოდ შეხვალთ.

შეაერთეთ ყველა წერტილი
წერტილების შეერთება და ასე, კონკრეტული ცხოველისა თუ ფიგურის გამოსახულების მიღება ბევრი ჩვენგანის ბავშვობის საყვარელი თამაშია. როგორ გადმოვიტანოთ ის ჩვენს პროფესიულ ყოველდღიურობაში? ყველაფერი თქვენ გარშემო არის პოტენციური ინსპირაცია იმ გადაწყვეტის მოსაფიქრებლად, რომელიც ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად გჭირდებათ. თქვენ შეიძლება შთაგონება მიიღოთ ბილბორდით, რომელთანაც ჩაიარეთ, ფილმით ან უბრალოდ, ადამიანების თვალიერებით. მაგრამ მნიშვნელოვანია შეაერთოთ წერტილები თქვენს ინსპირაციას, იდეას, განხორციელების შესაძლებლობებსა თუ სხვა ფაქტორებს შორის, იმისათვის, რომ მიიღოთ გამოსახულება, რეალური სურათი, რომლის აღქმაც და აღწერაც თავისუფლად შეგიძლიათ.

შექმენით დიზაინის გიჟური ინტერპრეტაციები
ჰეიკემ შექმნა დიზაინის ინტერპრეტაციების თამაში, რომლის მიხედვითაც, შეგიძლიათ დიზაინერული ინტერპრეტაციები მოათავსოთ კორპორატიულ გარემოში, შესაბამისი სიტყვების გამოყენებით. თუ თქვენც გინდათ სცადოთ თამაში, ჩასვით ოფისში მოსახელთებელი ნივთების აღმნიშვნელი სიტყვები გამოტოვებულ ადგილებში:

გააკეთეთ ________ (კონკრეტული ნივთისა თუ იდეის) დიზაინი, რომელიც შექმნილი იქნება _______ (მასალისგან) და შეიცავს ______ (ნებისმიერ რამეს) და გამოხატავს ________ (ნებისმიერ ემოციას). 3-5 წუთი გაქვთ იდეების მოსაფიქრებლად და იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მასალა თქვენთან ახლოსაა, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რამე სახალისო.

ჰეიკე ამბობს: „ამა თუ იმ მასალის გამოყენებით თამაში კოლეგებთან გვხსნის ურთიერთობის დონეზე, ქმნის უკეთეს განწყობას და გვამხიარულებს. გუნდის წევრები კეთილგანწყობილნი არიან, სჯერათ ერთმანეთის და თავისუფლად შეუძლიათ გაიცინონ“.


თამაშის სახეობები და ტაქტიკები, თქვენი წარმოსახვის მსგავსად, ულევია. თუ გჭირდებათ მეტი კრეატიულობა თქვენს გუნდში, დღეში რამდენიმე, ან სულ ცოტა, ერთი საათით გახდით ბავშვები და მიენდეთ თქვენს ლაღ და კრეატიულ ბუნებას. მიეცით თქვენს გონებას ნიშანი, იმისათვის, რომ „სათამაშოდ გამოვიდეს“.



რას აკეთებს მექანიკური სახატავი მანქანა? – UPDATE

მოდით, განვაგრძოთ მოგზაურობა! – Airbnb-ის ორიგინალური ვიდეორგოლი

Back to Top

Log In

Forgot password?

Forgot password?

Enter your account data and we will send you a link to reset your password.

Your password reset link appears to be invalid or expired.

Log in

Privacy Policy

To use social login you have to agree with the storage and handling of your data by this website. %privacy_policy%

Add to Collection

No Collections

Here you'll find all collections you've created before.