19
Dec
2019

PlayGiga – Facebook-მა ესპანური გეიმინგ კომპანია 70 მილიონ ევროდ იყიდა

19 Dec 2019

Alta
Alta


რამდენიმე საათის წინ, Facebook Gaming-მა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ფეისბუკის გეიმინგ მიმართულებას ესპანური ქლაუდ გეიმინგ კომპანია – PlayGiga შეუერთდა. CNBC-თან საუბრისას, ფეისბუკმა გარიგება დაადასტურა. Cinco Dias-ის ცნობით კი გარიგება, დაახლოებით, 70-დან 78 მილიონ ევრომდე დაჯდა.

Facebook-ის გეიმინგ მიმართულებით თავის დამკვიდრების მცდელობა ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია. ამის გვერდით, Google-მა უკვე გამოუშვა გეიმინგ სერვისი Stadia, „მაიკროსოფთი“ ავითარებს თავის xCloud პლატფორმას (რომელიც 2020 წლისთვის გამოჩნდება), ხოლო Sony-ს კი უკვე აქვს თავისი ქლაუდ გეიმინგ სერვისი PlayStation-ის სახით. აღნიშნული მოვლენები მსოფლიოს ტექნოლოგიური გიგანტების გეიმინგ ინდუსტრიით დაინტერესებას მოასწავებს. მოასწავებს იმასაც, რომ ეს ინდუსტრია დიდ ძალას იკრებს და ძალიან პერსპექტიულია.

განხილვა