in

Playstation 5-ის გაყიდვები რეკორდულ, 18 მილიონიან მაჩვენებელს მიაღწევს

Sporti
Sporti

მას შემდეგ, რაც ბაზარზე ახალი სათამაშო კონსოლი, Playstation 5 ხმაურიანად გამოჩნდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მოთხოვნადი ნივთი, გაყიდვების მხრივ, რეკორდულ მაჩვენებლებს აფიქსირებს: 2021 წელს, Sony 18 მილიონი კონსოლის გაყიდვას აპირებს.

Sony პარტნიორ კომპანიებთან ერთად ახალ წელს სრულ მზადყოფნაში ხვდება, აღნიშნული მაჩვენებელი კი მათთვის ახალი რეკორდი იქნება. წინა საუკეთესო მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა, როცა გამოსვლიდან მეორე წელს, 14.8 მილიონი Playstation 4 გაიყიდა.

გამოსვლიდან 1 თვეში, 3.4 მილიონი მეხუთე თაობის კონსოლი გაიყიდა, თუ მოთხოვნის საგრძნობი კლება არ დაფიქსირდება, შესაძლოა, მოსალოდნელი გაყიდვის ციფრები უფრო შთამბეჭდავი გახდეს.


Google-ის მეშვეობით, წელს, მთელს მსოფლიოში ყველაზე ხშირად დაისვა კითხვა: „რატომ?“

ვირტუალური საახალწლო ღონისძიებები მთელი მსოფლიოდან