“რატომ არ შეგიძლია იყო უდიდესი, შენ ხომ ბავშვის წარმოსახვა და ღვთაებრივი ძალები გაგაჩნია ?!
რატომ ხარ ჩვეულებრივი, როდესაც შეგიძლია მკვდრეთით აღზდგე ?!
რატომ გეშინია, როდესაც შეგიძლია გადაწყვეტილება მიიღო და სიცოცხლე მოიმატო ?!
რატომ ხარ წარსულის მონა, როდესაც შეგიძლია მომავალში მოგზაურობა და ისტორიის ერთ ფრაზაში მოქცევა ?!
რატომ ხარ მუდამ ჩრდილში, როდესაც შენი სახელი მაღალ ხმაზე უნდა ჟღერდეს ?!
ვინ ხარ შენ, რომ ძალაუფლებაზე უარს ამბობ?! თუ საკუთარ თავს უარს ეტყვი, მთელ სამყაროსაც უარით ისტუმრებ!
და ჩვენ უარს არ მივიღებთ…“
აი ასეთი შთამაგონებელი ტექსტით მოგვმართავს PlayStation-ი და ახალი თაობის სათამაშოს გამოსვლას გვაცნობებს. ცხადია, რომ გეიმერები ცდუნებას ვერ გაუძლებენ, როდესაც მათ თვალწინ 35 თამაშის პერსონაჟი ჩაივლის და მათ, ვისაც არასდროს უთამაშიათ (ალბათ უმეტესობას) მოუნდება იმ სამყაროს დათვალიერება, რომელსაც PlayStation-ი გვთავაზობს.
ვერაფერს ვიტყვით, სარეკლამო რგოლი მართლაც შთამბეჭდავია და მაცდურია, ვირტუალური შთაბეჭდილებების შედეგს კი Sony-ს გაყიდვების რეალური მონაცემები გვიჩვენებს.
მანამ ნახეთ და შეაფასეთ…
http://youtu.be/QOdW1OuZ1U0