PlayStation-ს საკმაოდ დიდი რეპუტაცია აქვს იმისთვის, რომ რეკლამის გარეშე გაყიდოს პროდუქტი. მათი ყოველი პრეზენტაცია უკვე უზარმაზარი სარეკლამო კამპანიაა, რომელსაც წლიდან-წლამდე მომხმარებელი სულმოუთქმენლად ელოდება.
2013 წლის დასაწყისში PlayStation 4-ს გამოშვება დააანონსდა და პრეზენტაციაც გაიმართა. სულ რაღაც 30 დღეში თვითონ პროდუქტიც გაიყიდება. სანამ გეიმერები სულმოუთქმენლად ელიან PlayStation 4-ის გაყიდვას კომპანიამ პირველი სატელევიზიო რეკლამა წარმოადგინა.
რეკლამაში თვითონ მოწყობილობა არ ჩანს, არც რომელიმე ვირტუალური თამაშის “gameplay” დომინირებს. ამ რეკლამას ერთი საინტერესო კუთხე აქვს, ის მოთამაშეებისთვის გადაიღეს და სიუჟეტის მიხედვით ორი მეგობარი Lou Reed – perfect day-ს ფონზე ერთმანეთს ებრძვის.
P.S. მაღაზიებში PS4-ის გაყიდვა 15 ნოემბრის ღამეს დაიწყება. ონლიან-მაღაზიების ნაწილმა მომხმარებელს პროდუქტის წინასწარ ყიდვა, ანუ დაჯავშნა შესთავაზეს. ისეთ ონლაინ მაღაზიებში როგორიცაა: amazon, bestbuy და ა.შ. PS4-ის სარეზერვო ნაწილი უკვე გაყიდულია.
http://youtu.be/s0d9d-cdxhk