in

PlayWrite – ბავშვებზე და მოზარდებზე ორიენტირებული თერაპიული ეფექტის მქონე პროგრამა

მარკეტერი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ბავშვებზე და მოზარდებზე ორიენტირებულ თერაპიულ პროგრამას ეხება. პროგრამა პირველად განხორციელდა თბილისში და მასში მონაწილეობა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა მიიღეს.

პროგრამა, რომელსაც PlayWrite ქვია ორგანიზაცია ფელიქსმა განახორციელა 6 თვიანი თერაპიული პროექტის ფარგლებში რომელიც სტიქიის შედეგად გამოწვეულ პოსტ ტრავმული მდგომარეობის თერაპიას გულისხმობდა დაზარალებულ ბავშვებთან და მოზარდებთან. PlayWrite – შემოქმედებითი მეთოდია, რომელიც ათ წელზე მეტია ხორციელდება ამერიკაში, ქალაქ პორტლანდში და მისი ფუძემდებელია – ბრიუს ლივინგსტონი. (იხ. დეტალური ინფორმაცია PlayWrite-ის შესახებ შემდეგ ბმულზე: www.playwriteinc.org)

“PlayWrite-ი შეგვიძლია ვთქვათ რომ საკმაოდ ახლოსაა როგორც არტ-თერაპიასთან ისე, ფსიქოდრამასთან და არაერთ მსგავს აქტივობას მოიცავს.  იმედი გვაქვს რომ ეს ფილმი ამ პროგრამის შსახებ ცნობადობას და ინტერესს გაზრდის ქართულ საზოგადოებაში და ჩვენ, ამ პროგრამის განმახორციელებლებს საშუალება მოგვეცემა მეტ ახალგაზრდას გავუწიოთ თერაპიული მხარდაჭერა.” – აცხადებს ელენე ჯაფარიძე, პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

მანქანის ზეთის იუმორისტული რეკლამა Quaker State–ისგან

გამოფინე დროშა შენს კედელზე – საქართველოს ბანკის კამპანია #26მაისი