10
May
2019

გთხოვ, წადი! – WeTransfer-ის კამპანია

10 May 2019

კობი
კობი


რას იზამდით, საკუთარი გაჯეტებისგან მეტად თავისუფლები რომ იყოთ? ფაილების ტრანსფერის სერვისმა WeTransfer ახალი კამპანიით მომხმარებელს მოუწოდა, ნაკლები დრო გაატარონ საკუთარი იდეების ატვირთვაში და მეტი დრო დაუთმონ მათ შექმნასა და განხორციელებას. რეკლამის მთავარი გმირი მწერალი როქსან გეია. ის ლექსს კითხულობს იმ რეალურ ცხოვრებაზე, რომელიც ინტერნეტში დაკარგულებს, ხშირად გვავიწყდება. კამპანია WeTransfer-მა დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა. ამ დროისთვის, კომპანია, მსოფლიოს მასშტაბით, 50 მლნ-ზე მეტ შემოქმედებით ადამიანს უადვილებს მასალების ატვირთვასა და გადაგზავნას.

 

 

განხილვა