in

როგორი იყო 2023 წელი სააგენტო Playmakers-ისთვის

წლის მიწურულს, განვლილი 12 თვის შეჯამება გვეხმარება გავიაზროთ, რა გზა გამოვიარეთ და სამომავლო მიზნებიც დავისახოთ. ამჯერად, სააგენტო Playmakers-ის 2023 წლის შეჯამებას გაგაცნობთ.

2023 ჩვენი სააგენტოსთვის პირველი წელი იყო. ცხადია, გარკვეული მოლოდინები გვქონდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა – წელს 20-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან ერთად, ვიმუშავეთ ბრენდის 13 სტრატეგიაზე, 12 საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, 10 ვიზუალურ ბრენდინგზე, 15 კამპანიაზე, 15 საკომუნიკაციო სტილზე და შევქმენით 8 უნიკალური ფონტი. 

ეს წელი მნიშვნელოვანი იყო გუნდის შეკვრის კუთხით, ასევე გვაინტერესებდა ჩვენი თავის გამოცდა ახალ ამპლუაში, ველოდებოდით, როგორ ავუღებდით ალღოს სააგენტოს მხარეს მუშაობას და როგორ მიგვიღებდა ინდუსტრია. ბევრი სიახლე გველოდებოდა: ისეთ ახალ ბრენდებთან თანამშრომლობა, რომელთანაც იქამდე გადაკვეთა არ გვქონია, ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი ბიზნესების აღმოჩენა. გასულ წელს გვქონდა რამდენიმე გამორჩეული პროექტი:


26 მაისი – ჩვენი პირველი გამოჩენა ბაზარზე. გვინდოდა ამ მნიშვნელოვანი თარიღის გარშემო შექმნილ კამპანიას მთელი ერი გაეერთიანებინა, მაშინ განსაკუთრებით აქტუალური იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების საკითხი და გვიხარია, რომ კარგად დავცადეთ ილია ჭავჭავაძის ფრაზა – მომავალი ჩვენია.

რაგბის მსოფლიო თასი – თიბისი რაგბის ყოველ ჩემპიონატს დიდ კამპანიას უძღვნის. წელს გვინდოდა მასშტაბურად გვეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის როლი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებაში. ამ კამპანიით ასევე გავახმოვანეთ ის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც რაგბის კავშირმა შეიმუშავა და რომელიც ამბობს, რომ საბოლოო გამარჯვება, ყველა დიდი და მცირე ნაბიჯის, მარცხის და გამარჯვების შედეგია და მისთვის მთელი საზოგადოება ერთად უნდა შრომობდეს.

 

Air Iveria – ეს იყო სრულიად ახალი გამოცდილება. იქამდე ავიაკომპანიის ბრენდის სტრატეგიაზე და ვიზუალურ იდენტობაზე არასდროს გვიმუშავია. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო Airbus-თან  ისეთ მიმართულებებზე მუშაობა, როგორიცაა თვითმფრინავის ვიზუალური სტილი,  ბრენდბუქზე დაფუძნებული კაბინის დიზაინი და სხვა. ახლა მოუთმენლად ველით როდის გაფრინდება პირველი რეისი თბილისის აეროპორტიდან.

ამ ეტაპზე, ჩვენი გამოწვევა ისაა, რომ ვეძებთ ახალ სუპერსტარებს ჩვენი გუნდისთვის, მომდევნო პროექტებში კი გვინდა კლიენტებთან ერთად, ახალ და უფრო თამამ პროექტებზე ვიფიქროთ.

2024 წელს დიდი ალბათობით, აქტიურად დავიწყებთ მუშაობას უზბეკეთში, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მზარდი ბაზარია. ეს ჩვენთვის მეორე სამუშაო წელი იქნება, შესაბამისად საკუთარი თავების და პროექტების მიმართ უფრო კრიტიკულები ვიქნებით. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბიზნესი სულ უნდა ვითარდებოდეს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სააგენტოც სულ უფრო გაიზრდება და უკეთესი გახდება. 

Kontakt home ბათუმშია! პირველი ფილიალი რეგიონში

„დახუჭე თვალები და…ჩაიფიქრე“ – დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ ჯადოსნური საახალწლო კამპანია