in

PlugandPay – ქართული “პლაგინი” მათთვის, ვისაც ონლაინ მაღაზიის გახსნა სურს!

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ონლაინ მაღაზიების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ერთი მხრივ, ეს ელექტრონული ვაჭრობის (ჩვენ რომ “ონლაინ შოპინგს” ვეძახით) ზრდამ განაპირობა, მეორე მხრივ კი, თავად ინტერნეტ მაღაზიის გახსნის გამარტივებულმა საშუალებებმა. თუკი, ადრე ელექტრონულ კომერციაში ონლაინ გადახდის ფუნქციის დამატება მთელ რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, დღეს უკვე არსებობს უფასო და ფასიანი სერვისები, რომელთა საშუალებითაც, ტექნიკურ დეტალებში სიღრმისეულად გარკვევის გარეშეც არის შესაძლებელი სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის გახსნა. PlugandPay ელექტრონული კომერციისთვის შექმნილი ქართული პროგრამული ბიბლიოთეკაა, რომელიც ონლაინ გადახდას უზრუნველყოფს. წლების მანძილზე, PlugandPay-ის მიერ შექმნილი “პლაგინი” უფასო იყო, თუმცა, მისი განახლების შემდეგ, დაემატა ფასიანი ვერსიაც. დეტალებზე სანდრო ძნელაძეს ვესაუბრეთ.

M: რა პრობლემამ განაპირობა, თავდაპირველად, PlugandPay-ის მომსახურების შექმნა?

PlugandPay-ის გზა 3 წლის წინ დაიწყო, როგორც დეველოპერებისთვის გათვლილმა ბიბლიოთეკამ, სახელად tbcpay-php. მაშინ geopay ახორციელებდა TBC-ის გადახდების სისტემის მხარდაჭერას და დოკუმენტაცია, რომელსაც ისინი აწვდიდნენ ინტეგრაციის მსურველებს, არ იყო სრულყოფილი ანუ გასაგებად დაწერილი. შეიცავდა უზუსტობებს. მაგალითები მოცემული იყო Java-ში, ბევრს უჭირდა მასში გარკვევა და რადგან ჩვენ ერთხელ დავხარჯეთ დრო და გავერკვიეთ ამ პროცესში, გადავწყვიტეთ, რომ სხვა დეველოპერებს ჩვენსავით არ უნდა დაეკარგათ დრო და ნამუშევარი ბიბლიოთეკის სახით, Github-ზე, MIT ლიცენზიით გავაზიარეთ (რაც ნებისმიერს აძლევს უფლებას source code-გამოიყენოს პირადი თუ კომერციული მიზნებისთვის სრულიად უფასოდ).

თუ Github-ზე სტატისტიკით ვიმსჯელებთ, 65 ვარსკვლავით და 27 ფორკით, მინიმუმ, 65 დეველოპერს გავუადვილეთ საქმე.

ბიბლიოთეკის გაშვებიდან 1 წლის თავზე, ცხადი გახდა, რომ ბაზარზე გადახდების სისტემის და ზოგადად ელექტრონული კომერციის საიტების შექმნის მოთხოვნა გაიზარდა. კლიენტები (@WeAreDe https://wearede.com) გვთხოვდნენ ჩვენივე ბიბლიოთეკის სხვა და სხვა ვებ პროექტში ინტეგრაციას… სწორედ აქ დაიბადა ბიბლიოთეკის უფრო მარტივი, პროგრამირების არ მცოდნე მომხმარებელზე გათვლილი ვერსიის შექმნის იდეა. ამ იდეას დღეს თქვენ PlugandPay-ის სახელით შეხვდებით.

M: ვისთვისაა PlugandPay?

PlugandPay არის იმ ვებგვერდების მფლობელებისთვის ვინც WordPress + WooCommerce-ს იყენებს (არ იცის პროგრამირება, ან არ უნდა ველოსიპედის თავიდან გამოგონება) და უნდა საკუთარ ონლაინ მაღაზიაში მიიღოს საკრედიტო ან სადებიტო (VISA/MASTERCARD) ბარათით გადახდები.

M: რამდენადაც ვიცით, PlugandPay მომხმარებლისთვის უფასო იყო, რაღაც დროის მანძილზე…

PlugandPay-ის პირველი ვერსია (v1.*) ახლაც უფასოა და online არის WordPress-ის ჩადგმების რეპოზიტორიაში. ის ფართოდ გამოიყენება, პერიოდულად, ვააფდეითებთ, თუმცა ახალი ფუნქციების დამატებას არ ვგეგმავთ.
უფასო ვერსიას დღეისთვის 1000+ მეტი გადმოწერა აქვს და აქტიურად გამოიყენება 100+ ვებ-გვერდზე.


ვფიქრობ ამ პლაგინს, გარკვეული წვლილი მიუძღვის საქართველოში ელ. კომერციის განვითარებაში. პლაგინმა დაწია ელ. მაღაზიის შექმნის სირთულის ზღვარი, და მისცა საშუალება ნებისმიერს თავისი ბიზნეს იდეა რეალობად ექცია და დაეწყო ონლაინ გაყიდვები.
პროექტების არასრული ჩამონათვალი რომელიც PlugandPay-ს იყენებს.

M: რა ეტაპზე გადაწყვიტეთ “პლაგინის” დახვეწა და როგორია განახლებული ვერსიების უპირატესობები?

უფასო “პლაგინმა” ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო, ამ ყურადღებას მოყვა ძალიან ბევრი კითხვა. კვირას, ღამის 11-ზეც დაურეკავთ ინსტალაციაში დახმარებისთვის. უფასო “პლაგინის” პირობებში საპორტისთვის რესურსის გამოყოფა შეუძლებელი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ პლაგინის პოპულარობის მონეტიზაცია და შემოსული თანხებით საპორტის შექმნა.
Premium ვერსია თითქმის სრულად გადაიწერა, აქვს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა refunds (თანხის უკან დაბრუნება კლიენტის ბარათზე), Multi merchant (რომელიც გაძლევთ საშუალებას რამოდენიმე მერჩანტის ექაუნთი გახსნათ ტიბისისთან, EUR, USD, GEL-ისთვის ცალ ცალკე). DMS ტიპის ტრანზაქციები (ბარათის მფლობელს ებლოკაბა თანხა, მაგრამ არ ეჭრება სანამ თქვენ არ გადაწყვიტავთ რომ თანხა უნდა ჩამოეჭრას).
Premium ვერსიისთვის გვაქვს უამრავი გეგმა, roadmap-ზე საკმაოდ მოთხოვნადი subscription (სისტემა საშაუალებას აძლევს მომხარებელს ყოველ თვე ჩამოაჭრას ფიქსირებული თანხა დამახსოვრებულ კლიენტს) ტიპის გადახდებიც არის.


M: სად და როგორაა ხელმისაწვდომი განახლებული ვერსია?

Premium ვერსიის შეძენა შესაძლებელია ჩვენ ვებგვერდზე: https://plugandpay.ge. ჩვენი მაღაზია WooCommerce-ზე მუშაობს და ზუსტად იმ სისტემას იყენებს, რომელსაც ვყიდით. ანუ “პლაგინის” ყიდვისას ერთგვარ დემოს ნახულობთ, თუ როგორ იმუშავებს თქვენ საიტზე.

M: ვინ იმუშავა აპლიკაციის შექმნაზე?

აპლიკაცია შეიქმნა https://wearede.comში.

[R]

თბილისელი ძაღლი რინგო საკუთარი სტარტაპითა და ვიდეოდღიურით – ეკო-მეგობრული ქისა ძაღლის ფეკალიებისთვის

„ღამის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია კრეატიული ინდუსტრიის ჩართულობა“ – როგორ განვითარდება თბილისში ღამის ეკონომიკა?!