7
დეკ
2017

ერთად უკეთესია! – PLUS-ის საახალწლო ვიდეორგოლი

7 დეკ 2017

ახალი წლის მთელი ხიბლი ბევრისთვის მისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებაა. ამ დღესასწაულზე ოჯახით შეკრება განსაკუთრებით საყვარელი ტრადიცია პატარა ბავშვებისთვისაა. თუმცა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მთელი ოჯახი ერთად არ ცხოვრობს, ჩვეულების შენარჩუნება არც თუ ისე მარტივია. სწორედ ამ ემოციურ თემაზეა სუპერმარკეტების ქსელ PLUS-ის ახალი  სარეკლამო ვიდეორგოლი. 2 წუთიანი ვიდეო, რომლის მთავარი გმირიც მოხერხებული პატარა გოგონაა, კომპანიისთვის სააგენტო J. Walter Thompson-მა (JWT) მოამზადა და კარგ საახალწლო სანახაობებს კიდევ ერთი ნამუშევარი შემატა.

 

განხილვა