13
Aug
2019

როგორ გადაიღო თევზებთან სელფი? – PLUS-ის საზაფხულო თავგადასავლები

13 Aug 2019

ზაფხული, ზღვა, მზე… ეს თავგადასავლების დროა, რომელსაც წლიდან წლამდე მოუთმენლად ველოდებით. დროდადრო, საქმეებში ჩართული წარმოვიდგენთ, როგორ ვეცეკვებით ზღვის ტალღებს, გავეცნობით წყალქვეშა სამყაროს, დავაგემოვნებთ გემრიელ კერძებს და მარილიანი ჰავისა და ქვიშაზე მოხარშული ყავის სიამოვნებას ვეზიარებით. ესაა სეზონი, როდესაც გამორჩეულ თავგადასავლებს ვეძებთ, რასაც შემდეგ ღიმილით გავიხსენებთ. ზაფხულს კიდევ ის პლუსი აქვს, რომ დაგროვილი PLUS-ებით უჩვეულო გამოცდილებაც შეგვიძლია შევიგრძნოთ. ესაა საქართველოს ბანკის “პლუს იქსფირიენსი”, რომელიც PLUS-ელებს ნამდვილი დროსტარებისთვის ბათუმში იწვევს. და როგორი თავგადასავლები შეგიძლიათ მიიღოთ დაგროვილი “პლუს” ქულების სანაცვლოდ? ახლავე გიამბობთ.

ტალღებზე საცეკვაოდ, PLUS-ელ თავგადასავლების მაძიებლებს შუა ზღვაში, საყვარელ ან თუნდაც, უცხო ადამიანებთან ერთად, იახტით სასეირნოდ ეპატიჟებიან.

სელფის გადაღება უამრავი ადამიანისთვის საყვარელი საქმეა. თუმცა, PLUS-ელს შეუძლია ჰქონდეს სელფი თევზებთან. ესაა წყალქვეშა თავგადასავალი, სადაც იდუმალებით მოცულ სამყაროს შეგიძლიათ ეზიაროთ და ბევრი წყალქვეშა სელფიც გადაიღოთ.

ყავის მოყვარულებმა კარგად იციან ქვიშაზე მოდუღებული ყავის გემო. ესაა უძველესი ტრადიცია, რომლის ისტორიასაც PLUS-ელები გაეცნობიან, თავიანთი ხელით მოადუღებენ ქვიშაზე ყავას და დააგემოვნებენ.

აჭარას მისთვის დამახასიათებელი კულინარიული წეს-ჩვეულებები აქვს. PLUS-ელებს შეუძლიათ დაესწრონ აჭარული სამზარეულოს მასტერკლასსაც. ბათუმის ერთ-ერთი რესტორნის შეფმზარეულთან ერთად, ტრადიციული აჭარული კერძების მომზადება და დაგემოვნება იქნება შესაძლებელი.

 

[R]

განხილვა