საქართველოს ბანკმა და ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა პროექტი “PLUS გამოცდილება” დაიწყო. ჩვენი ცხოვრება ხომ გამოცდილებებისგან შედგება. მათი დახმარებით კი ვიცვლებით და თან აღმოვაჩენთ რაღაც ახალს, რასაც აქამდე არც კი ვიცნობდით. თუ ოდესმე ნამდვილ თავგადასავლებსა და მძაფრ, ან ჯერარგანცდილ ემოციებზე გიოცნებიათ, თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ PLUS გამოცდილების მთავარი გმირი და თავი ამოყოთ სულ სხვა ჟანრის თავგადასავალში.
“PLUS გამოცდილების” თავგადასავლების ჩამონათვალი მრავალფეროვან არჩევანს მოიცავს, მათ შორის, პროექტის მონაწილეს შეუძლია, ეწვიოს თბილისში ყველაზე მაღალ წერტილს – ანძას, გადმოიხედოს და ერთგვარად, მოიწყოს “პაემანი ღრუბლებთან”..
ასევე, გახდეს ნამდვილი დეტექტივი და აღმოაჩინოს მიწისქვეშა საიდუმლოებები..

დაესწროს პოპულარული ტელესერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“, გადაღებას

ეწვიოს ახალ ზოოპარკს და გამოსცადოს საკუთარი თავი ველურ გარემოში..


[R]











