4
Nov
2016

რა მოხდება, თუ ცნობილი ბრენდის სახე plus-size ქალბატონი გახდება?!

4 Nov 2016

Elit Electronics
Elit Electronics


BuzzFeed–მა გადაწყვიტა გამოვიდეს ჩარჩოებიდან და ცნობილი ბრენდების ფოტორეკლამების რიმეიქები შექმნა. ყველასთვის ცნობილია, რომ ბრენდების სახეები კონკრეტული პარამეტრების მქონე გამხდარი მოდელებია. ნახეთ, რა გამოვიდა, როდესაც ისინი plus-size მოდელებმა ჩაანაცვლეს. Burberry, Tommy Hilfiger, Calvin Klein–ის რეკლამებმა ახალი სახეები მიიღეს.

მოიწვიეს რემდენიმე ქალბატონი, რათა შეექმნათ ბრენდების ანალოგიური ფოტოები. მათ მოირგეს მოდელების: დები, რუთი და მეი ბელის, ქენდალ ჯენერის და ჯიჯი ჰადიდის  როლი. მართალია, გადასაღებ მოედანზე ისინი ცოტათი ღელავდნენ, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიდა. 

 

თავადაც განსაჯეთ, მომხიბლველობისთვის ზომები გადამწყვეტი არ არის, მთავარია, მოდელმა ინდივიდუალობა და ხასიათი გადმოგვცეს. არასტანდარტული ზომის ქალბატონები თავისი სხეულით ამაყობენ და მიაჩნიათ, რომ სრულყოფილი ქმნილებები არიან.

განხილვა