ადამიანების დაახლოებასა და ურთიერთობების ჩამოყალიბებაში საჭმელი საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ამ ფაქტს სუპერმარკეტების ქსელ PLUS-მა თავის ახალ ემოციურ სარეკლამო ვიდეორგოლში კიდევ ერთხელ გასუვა ხაზი. ვიდეო, რომელიც სააგენტო J. Walter Thompson-ის დახმარებით მომზადდა, პატარა სირიელ ბიჭზე, ისმაილზეა. სრულიად უცხო გარემოში აღმოჩენილი ისმაილი მოულოდნელად გაჩენილი მეგობრის დახმარებით ახალ, საინტერესო აღმოჩენებს აკეთებს.