17 აგვისტოს, ბორჯომის პარკში, აუზების ტერიტორიაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Plusemotion“ გაიხსნება, მეორე „ივენთი“ კი 18 აგვისტოს გაიმართება.

„მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ უცხოელ და ქართველ არტისტებს და დრო, კომფორტულ გარემოში, სასიამოვნოდ გაატარონ – პარკის ტერიტრიაზე იფუნქციონირებს camping ზონა. ბორჯომში მსგავსი ტიპის ფესტივალი ჯერ არ ჩატარებულა. ჩვენი გუნდის მიზანია, ხარისხიანი მუსიკისა და უმშვენიერესი ბუნების შერწყმასთან ერთად, მსმენელს, რაც შეიძლება ბევრი დადებითი plus-ემოცია მივანიჭოთ“, – ამბობენ ორგანიზატორები.

ფესტივალი 8 სექტემბერს დასრულდება, ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.„ივენთები დღის 2 საათზე დაიწყება და დილის 10 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება.
[R]














